ჩემს ბავშვობაში
1ვჭამდით დოპინგს, ლუნას, ცინოს და ბონიბონს, ვღეჭდით 5 ცალ ბაბოლს ერთად და ვიგლეჯდით სანერწყვე ჯირკვლებს.
2 უზარმაზარი, ასფერიანი კალმის ყველა ფერის ერთდროულად ჩამოწევას ვცდილობდით
3 სანთებელებს ვაცლიდით რაღაც დენის დასარტყმელ ბოზობებს და ერთმანეთს კლასში უკნიდან დენს ვურტყამდით, ხანდახან საკუთარ ხელზეც გადადიოდა.
4 გვჯეროდა, რომ თუ თერმომეტრი გატყდებოდა და ვერცხლისწყალი გადმოისხმებოდა ვსიო, დაბრედილები ვიყავით.
5 ნემსის ვირჭობდით თითის ან ხელისგულის კანში ისე, რომ სისხლი არ წამოგვსვლოდა და გამჭვირვალედ გასულიყო ნემსი კანში.
6 ვცდილობდით შუქის გამომრთველის ზუსტად შუაში გაჩერებას
7 ტყლარწები ჩვენ დროსაც იყო, გასაბერი ბუშტები გამოტენილი ფქვილით.
8 ვყიდულობდით პლასტმასისაგან გაკეთებულ ვამპირის კბილებს
9 აკუმულატორებს ვშლიდით, ვიღებდით კალას და მერე ვადნობდით, ან აგურის ჩაღრმავებებში ვასხამდით, ან კიდე მიწაზე ვაკეთებდით ჯვრის ფორმის ღრმულს და ამ მიწის ყალიბში ვღვრიდით გავარვარებულ კალას.
10 ასანთების შიშველ ბოლოს ვასველებდით ნერწყვით, ვუსვამდით სადარბაზოებში გაჯს, შემდეგ ვანთებდით, მაღლა ვისროდით, ჭერს ეკრობოდა და სადარბაზოს კრიალა ჭერს დედა ეტყვნებოდა. იმდენად იყო სიშავე და სიბნელე ჩვენში გამჯდარი, რომ თეთრს ვერაფერს ვეგუებოდით მგონი.
11რამე თუ შეგვეშლებოდა წერისას ბრიტვით „ვშლიდით“ ნაწერს
12 მესამე თვალს“ ვაშტერდებოდით ჟურნალებში,ზოგი დღემდე ვერ ვხედავთ.
13 ვიღაც აფრიკელ ტიპს ვუყურებდით, რომელიც იძახდა რეკლამის ბოლოს: „კეტონალიიი და კეტონალიიიი“ ასევე „დალიე ფანტა იყავი ბამბუჩააააააა“ ტოიბოქსის რეკლამა ტყნავდა კიდე ტვინს და სიმღერა.
14 ყავის საფქვავთან ჭიდაობა.
15 იმ ბავშვებს ვერ ვიტანდი, რომელებსაც რვეულის ბოლო ფურცელი მუდამ სუფთა ჰქონდათ, დეგენერატები.
16 სალხინო(ქართული ფლორის საოცრება) კურნავდა მსოფლიოში არსებულ აბსოლუტურად ყველა დაავადებას, აფხაზეთსაც ეგ დაგვაბრუნებინებდა დაჟე, მაგრამ არ დასცალდა.
17 ასანთებზე ბამბას ვახვევდით და ისე ვიწმენდდით ყურებს, ენით წაუსველებდი და მისი ჯანი
18 დასპეცებულ მესემიჩკეებს განსაკუთრებული ჭიქები ჰქონდათ, გარედან დიდი ჩანდა და შიგნით ცოტა ეტეოდა.
19 ვუყურებდით შავ მეკობრეს, გრენდაიზერს, დიჯეი გოგას, კლონს, იუდას ქალს, ფარულ ვნებას, ნიკიტას, მეორე სიცოცხლეს, კასანდრას, რაღაც მულტფილმს სადაც ცხოველები ფეხბურთს თამაშობდნენ, დარდუბალას, ნანიკოს და ნიკას, ვაკაჭის და მრავალ სხვას.
Dum Spiro, Spero.