ჭავჭავაძე სარეაბილიტაციო სამუშაოებისთვის იკეტება (მოძრაობის სქემა)
მარიამ მინაძე
10 მაისი, 2019, 19:11
თბილისი (GBC) - თბილისის მერიის ინფრასტრუქტურისგანვითარების საქალაქო სამსახური ვაკის რაიონში, ჭავჭავაძისგამზირის სრულ რეაბილიტაციას იწყებს. GBC-ის ინფორმაციით,ჭავჭავაძის გამზირზე მოძრაობა ნაწილობრივ - ვარაზისხევიდანატენის ქუჩამდე 28 მაისიდან შეიზღუდება.
პირველ ეტაპს შპს „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ (GWP) განახორციელებს, რომელსაც სავარაუდო 3 თვიანი ვადა აქვს. შეიცვლება მიწისქვეშა კომუნიკაციები: წყლისა და წყალარინების(კანალიზაციის) ქსელები.
GWP-ის შემდეგ სამუშაოებს უკვე საქალაქო სამსახური განაგრძობს, რისთვისაც ასევე საორიენტაციო ვადად დამატებით 3 თვეაგანსაზღვრული.
სარეაბილიტაციო არეალი მოიცავს 2.5 კმ-ს. პროექტის ფარგლებშიშეიცვლება და რეაბილიტაცია ჩაუტარდება სანიაღვრე ქსელს. საერთო ჯამში 60 000 მ2 ფართობზე დაიგება ასფალტის ახალისაფარი.
ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახური GBC-სთანგანმარტავს, რომ სამუშაოები 3 ეტაპად დაიყოფა, ამ ეტაპისთვის კიზუსტდება რეაბილიტაციის მე-2 და მე-3 ფაზები და მასთან ერთადზუსტდება პროექტის ღირებულებაც.
ჭავჭავაძის გამზირზე დაგეგმილი მასშტაბური სარეაბილიტაციოსამუშაოების პირველ ეტაპზე დაგეგმილია ტრანსპორტისმოძრაობის შეზღუდვა ჭავჭავაძის გამზირზე ვარაზისხევისქუჩიდან ატენის ქუჩამდე მონაკვეთში.
სამუშაოების მიმდინარეობის პერიოდში დროებით შეიცვლებატრანსპორტის მოძრაობის სქემები და საზოგადობრივიტრანსპორტის მარშრუტები:
ცალმხრივი მოძრაობის მიმართულებები შეიცვლება:
· კ. კეკელიძის ქუჩაზე ვარაზისხევიდან ჟვანიას ქუჩისმიმართულებით
· ზ. ფალიაშვილის ქუჩაზე კეკელიძიდან მირცხულავას ქუჩამდემონაკვეთზე (კეკელიძიდან ვაკის პარკისკენ)
· დ. მირცხულავას ქუჩის ფალიაშვილის ქუჩისა და ჭავჭავაძისგამზირს შორის მონაკვეთი (ფალიაშვილიდან ჭავჭავაძისკენ)
· პეტრიაშილის ქუჩაზე ბარნოვის ქუჩიდან მელიქიშვილისგამზირისკენ
ცალმხრივი მოძრაობა დაწესდება
· არაყიშვილის ქუჩის ფალიაშვილისა და აბაშიძის ქუჩებსშორის მონაკვეთი (ფალიშვილიდან-აბაშიძისკენ).
· აბაშიძის ქუჩაზე არაყიშვილიდან მრგვალ ბაღისმიმართულებით.
· ბარნოვის ქუჩა მრგვალი ბაღიდან პეტრიაშვილს ქუჩამდე
ტრანსპორტი შემდეგი სქემით იმოძრავებს:
· ვარაზისხევის ქუჩიდან ვაკის პარკის მიმართულებით: კეკელიძის, ფალიაშვილისა და მირცხულავას ქუჩების მეშვეობითჭავჭავაძის გამზირს დაუკავშირდება.
· ვარაზისხევიდან აბაშიძის ქუჩის მიმართულებით: კეკელიძისადა ფალიაშვილის ქუჩების გავლით, მოუხვევს მირცხულავასქუჩაზე, საიდანაც აბაშიძის ქუჩაზე მოხვდება.
· ვარაზისხევიდან ბარნოვის ქუჩისკენ: კეკელიძის, ფალიაშვილისა და ნაფარეულის ქუჩების მეშვეობით, საიდანაცბარნოვის ქუჩას დაუკავშირდება.
· ვაკის პარკიდან მელიქიშვილის გამზირის მიმართულებით: ჭავჭავაძის გამზირიდან (მიშველაძის, ბერძენიშვილისა დაარაყიშვილის ქუჩების გავლით) მოძრაობას განაგრძობს აბაშიძისადა ბარნოვის ქუჩებზე და პეტრიაშვილის ქუჩიდან მელიქიშვილისგამზირზე მოხვდება.
· ვაკის პარკიდან მელიქიშვილის გამზირის მიმართულებითასევე შესაძლებელი იქნება გადაადგილება: რამიშვილის ქუჩის,ამირეჯიბის გზატკეცილისა და ვარაზისხევის გავლით.
პირველ ეტაპზე ჭავჭავაძის გამზირის სარეაბილიტაციომონაკვეთის საერთო სიგრძე მიახლოებთ 800 მეტრს შეადგენს.
ფეხით მოსიარულეთა უსაფრთხოებისა და გადაადგილებისკომფორტისათვის გათვალისწინებულია დროებითიგადასასვლელების მოწყობა. ასევე, ქვეითთა ნაკადებისმარეგულირებლების მეშვეობით მართვა.
თბილისის მერია საზოგადოებას წინასწარ უხდის ბოდიშსშეფერხებისა და დისკომფორტისთვის და მიმართავს თხოვნით, რომ რეაბილიტაციის პერიოდში მაქსიმალურად მოერიდონ ვაკისმიმართულებით ტრანზიტულ მოძრაობას.
http://gbc.ge/index.php?m=home&newsid=1082...inUlItoqxYESZUQაი სად დაგერხათ