მიკროფონის დეფექტია 100 პრ
პრემიერის გამოსვლისას, მახათას მთაზე, ადგილი ჰქონდა ტექნიკურ ხარვეზს
მაყურებელს შეუმჩნეველი არ დარჩენია, რომ პრემიერის სიტყვით გამოსვლა შენელებული ტემპით მიმდინარეობდა. ყურადღება მიაქციეს ამ ფატქს სოციალურ ქსელშიც.
“აიპრესი” პრემიერის პრესსამსახურს დაუკავშირდა და აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით განმარტება სთხოვა. როგორც პრემიერის პრესსამსახურში გაგვიცხადეს, ადგილი ჰქონდა ტენიკურ ხარვეზს, რომელიც მალევე გამოსწორდა.
შეგახსენებთ, რომ დღეს, მახათას მთაზე აკურთხეს ივერიის ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის ხატის სახელობის ტაძარი.
ივერიის ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის ხატის სახელობის ტაძარი გახლავთ მახათას მთაზე ღვთისმშობლის სავანის კომპლექსის ნაწილი, რომლის მშენებლობაც მისი უწმინდესობის ლოცვა-კურთხევით 2002 წლიდან მიმდინარეობს.
ეს კომპლექსი უნიკალურია თავისი მნიშვნელობით, რამდენადაც ის არის საერთო ეროვნული პროექტი, რომელშიც გაერთიანებულია მთელი საქართველო და საქართველოს კათალიკოს-პატრიარქის სიტყვებით „წმინდა სამების ტაძრის შემდეგ ეს არის ქართველი ხალხის მეორე ავტოპორტრეტი”.
ღვთისმშობლის სავანის კომპლექსის ფარგლებში გათვალისწინებული ტაძრისა და სამონასტრო კომპლექსის მშენებლობასთან ერთად, ათონის მთაზე ქართველთა მონასტრის – ივერონის ანალოგიით, აქ განსაზღვრულია ასევე საგანმანათლებლო ცენტრის მშენებლობაც. როგორც ცნობილია, ივერონი იყო არამხოლოდ გამორჩეული სულიერი ცენტრი, არამედ ძალიან მნიშვნელოვანი კულტურულ-საგანმანათლებლო კერაც. სწორედ ივერონმა განაპირობა დიდწილად ქართული იდენტობის შენარჩუნება.
2010 წლიდან დღემდე მახათას მთაზე ღვთისმშობლის სავანის პროექტისთვის შემოწირულობა გაიღო 75,000 ადამიანმა. მათ მიერ მოხსენიებული ცოცხალი და გარდაცვლილი ადამიანების საერთო რაოდენობა კი 1,110,000-ია. თითოეული მათგანი, პატრიარქის კურთხევით, ტაძრის აღმშენებლად-ქტიტორად მოიხსენიება. ინფორმაცია აღმშენებლების შესახებ განთავსებულია „საზოგადოება ივერიისა. (წყარო iveriisa.ge)
ცნობისთვის, ივერიის ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის ხატის სახელობის ტაძრის ამოქმედებით სრულდება ღვთისმშობლის სავანის კომპლექსის მშენებლობის პირველი ეტაპი.
შემდეგი ეტაპი ითვალისწინებს მონასტრისა და ივერიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატის სახელობის ტაძრის მიმდებარე ტერიტორიაზე საგანმანათლებლო ცენტრ-მუზეუმის მშენებლობას, რომელსაც საქართველოს სახელმწიფო, ეკლესია და საზოგადოება ერთობლივად განახორციელებს.
https://ipress.ge/new/premieris-gamosvlisas...-mimdinareobda/ This post has been edited by Choncxis mzera on 12 May 2019, 15:39