2020 წლიდან ჩვენ ვგეგმავთ ახალი პროექტის განხორციელებას - "შეუნახე ქალაქს პარკი და საცხოვრისი. დაწვი შენი თავი და მიეცი მომავალ თაობას ჰაერი". ერთ წლიანი მოლაპარაკებების შემდეგ, საქართველოში ყველაზე დიდმა სამშენებლო კომპანიამ მიაღწია მოლაპარაკებას თბილისის მერიასთან, რომელიც მიზნად ისახავს სასაფლაოების რეკრეაციულ ზონებად ჩამოყალიბებას. პირველ ეტაპზე განიხილება ვაკე-საბურთალოს და ვერაზე, სავასტოპოლზე მდებარე სასაფლაოს ადგილმდებარეობა. გვამების კრემატიზირებას პირველ ეტაპზე თავის თავზე იღებს M2, ხოლო იმ შემთხვევაში, თუ გვამის დაწვაზე უარს იტყვის პატრონი 2020 წლის ივნისამდე, იძულებული ვიქნებით მოვთხაროთ და მტკვარს გავატანოთ მისი ფერფლი. არის ჰექტრობით გაცდენილი მიწები, რომლებიც არის ინვესტორისთვის მიმზიდველი. აღნიშნულ საკითხზე გამქვანების ერთ-ერთ ქომაგ ნატა ფერაძეს ვთხოვეთ კომენტარი და მან დასძინა - "იმ შემთხვევაში, თუ მწვანე ნარგავები შენარჩუნდება ვერანაირ პრობლემას ვერ ვხედავ. ჩვენი სხეული მიწაში იქნება თუ ლარნაკში ეს მეორე ხარისხოვანია. მთავარია ბავშვი იყოს ჯანმრთელი". აღნიშნული ინიციატივა 26 მაისს გავა მთავრობის სხდომაზე.
https://www.interpressnews.ge/ka/article/54...alo-sevastopoli