#54650824 · 13 May 2019, 14:11 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
| QUOTE | ნეტა ეგ გციდნოდათ, მიგელოცათ გამარჯვება (რუსეთზე გამარჯვება) გამსხურდიასთვის და არ ავეყირავებინათ ქვეყანა ჩვენთვის.
|
9 აპრილის შემდეგ ჩემი ერთერთი დიდი გამარჯვება იყო საქსრთველოს სსრ უმაღლესი საბჩოს 1990 წლის მარტის არჩევნების ბოიკოტი. ამით მთელს საბჩოთა კავშირში მხოლოდ დაქართველოში პირველად გაუქმდა საბჩოთა საკანონმდებლო ხელისუფლება. შეგახსენებთ რას ამბობდა ლენინი - ხელისუფლება საბჩოებსო.
საბჩოთა ხელისუფლების აღსადგენად აი აქ უკვე გორბაჩოვმა ეშმაკობას მიმართა. კაგებემ საიდანაც გამოძვრინს ჩვენთვის მანამდე უცნობი ზვიად ძიძიგური რომელმაც სამტრედიაში რკინიგზა გადაკეტა და მოითხოვა რადგან უმაღლესი საბჩო აღარ არის მოდით უზენაესი საბჩო ავირჩიოთო.
უზენაესი საბჩოს არჩევა კი საქართველოში ისევ საბჩოთა საკანონმდებლო ხელისუფლების სრჩევას და სსრ კავშირში ნებაყოფლობით დარჩენას ნიშნავდა. თუკი ეს მოხდებოდა, მაშინ ეს იქნებოდა საქართველოს ისეთი დამარცხება, რის შემდეგაც საქართველოს უკვე აღარაფერი აღარ ეშველებოდა.
ამ გეგმის განსაცორციელებლად კრემლს სჩირდებოდა პროვოკატორი რომელიც მოტყუებულ ხალხს საარჩევნო ყუთებამდე მიიყვანდა. ამას კი ვერც ძიძიგური გაქაჩავდა ვერც გუმბარიძრ და ვერც ნათსძე. მოსკოვისთვის ყველაზე ხელსაყრელი ფიგურა ამ მიზნისთვის აღმოჩნდა გამსახურდია.
კომუნისტების რეიტინგი იმ დროდ ნულის ტოლი იყო. ეროვნულ მოძრაობას კი თითქმის 100%-იანი მხარდაჩერა ჰქონდა.
გამსახურდია ამ დროს ეროვნული მოძრაობიდან უკვე გარიცხული იყო როგორც პროვოკატორი, მაგრამ ტელევიზია ამის შესახებ კრონტსაც არ ძრავდა. გამსახურდიას კიტოვან სიგუას ჩათვლით შემოუკრიბეს ახალი გარემოცვა და იგი ამ არჩევნებზე ეროვნული მოძრაობის სახელით წავიდა. ხოლო როცა ხელისუფლებაში მოვიდა პარლამენტის წინ კლიმაქსიანი ზვიადისტკა ქალებით სავსე კარვები გაშალა და გაიძსხოდა ეროვნული მოძრაობაც მე ვარ და ოპოზიციცო.
მაშინ გამსახურდიამ დაარღვია ეროვნული მოძრაობის ყვრლა ტაბუ და ცხადია მას მთელი ეროვნული მოძრაობა დაუპირიდპირდა.
წინასწარ არც მე ვიცოდი და ალბათ არც თვითონ ზვიადმა თუ ამ არჩევნებში ვინ გაიმარჯვებდა. მე ბოიკოტი გამოვუცხადე არა გამსახურდიას არამედ უზენაეს საბჩოს როგორც ასეთს. ზვიადზე ალესილები იყვნენ წერეთელი თუ ჩანტურია და არა მე. კაგებემ მათ ტელევიზია მისცა. სადაც მათ უკვე უზენაესი საბჩოს არჩევნებს კი არ გამოუცხადეს ბოიკოტი, არამედ თქვეს გამსახურდია კაგებეს აგენტია და ხმა მაგის გარდა ვისაც გინდათ იმას მიეცითო.
წერეთლისა და ჩანტურიას პარტიებსაც რომ გამოეცხადებინათ ბოიკოტი მაშინ უზენაესი საბჩო ვერ აირჩეოდა. ასევე ვერ აირჩეოდა უზენაესი საბჩო ჩემთვის რომ მოეცათ ტელევიზია. საბოლოოდ მარტო ჩემი მოწოდებით ბოიკოტი გამოაცხადა 1,5 მილიონმა კაცმა. გამსახურდიამ კი დიდი მიწერებით 1.2 მილიონი ხმა მიიღო. ოღონდ არჩრვნები შედგა იმიტომ რომ ამას დარმატა კომუნისტების 30%, სახალხო ფრონტის ხმები და ა. შ. ეს იყო კატასტროფა და მე მაშინ ირაკლიზე და გიაზე უფრო მეტად ვიყავი გაბრსზებული ვიდრე თვითონ ზვიადზე.
ამის შემდეგ რაც არ უნდა მომხდარიყო საქართველოს უკვე აღარაფერი არ ეშველებოდა. საპრეზიდენტო არჩევნებს უკვე აღარა ჰქონდა ისეთი გადამწყვეტი მნიშვნელობა. საპრეზიდენტო არჩევნებისთვის მე ბოიკოტი უკვე აღარ გამომიცხადებია და გამსახურდიამ უკვე ხმების 87% მიიღო.
თქვენმა მეგობარმა რომ ფეხი მოიტეხოს მიულოცავთ?! ზვიადი სასტიკად მოტყუებული იყო. ხოდა ვითომდა პრეზიდენტად არჩევა მე მისთვის ნამდვილად არ მიმილოცია. ზვიადმა მაშინ მოლოცვა მოსკოვიდან მიიღო შევარდნაძესგან.
მე საქართველოს საქმე უკვე იმდენად დაღუპულად მიმაჩნდა რომ აღარაფერში აღარ ვერეოდი. მით უმეტეს მისი ხელისუფლების დამხობა მე არაფერში არ მაწყობდა. ზვიადის ხელისუფლება დაამხეს ჩანტურიამ, წერეთელმა, კიტოვანმა, სიგუამ, იოსელიანმა და რა თქმა უნდა შევარდნაძემ, რომელიც ამ პროცესებში ღიად არ ჩანდა.
ათჯერ მაინც აგიხსენი ყოველივე ეს მაგრამ შენ შენსას არ იშლი და ერთსა და იგივეს იმეორებ ტროლრობოტივით.
|