აღმოსავლეთ პარტნიორობის იუბილე საქართველოსთვის სკანდალურად იწყება-დონალდ ტუსკი ბახტაძეს და ზალკალიანს არ შეხვდა
21:32 2019-05-13
აღმოსავლეთ პარტნიორობის იუბილეზე ევროპული საბჭოს პრეზიდენტი საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს და პრემიერ-მინისტრს არ შეხვდა, ინფორმაციას ამის შესახებ რუსთავი 2 ავრცელებს.
დონალდ ტუსკმა აღმოსავლეთ პარტნიორობის პროგრამაში ჩართული 6 ქვეყნის წარმომადგენლიდან მხოლოდ სამთან - უკრაინის, მოლდოვისა და აზერბაიჯანის წარმომადგენლებთან გამართა პირისპირ შეხვედრა. საქართველოს, სომხეთის და ბელორუსის საგარეო საქმეთა მინისტრებთან პირისპირ სასაუბროდ ტუსკმა ვერ მოიცალა.
რატომ არ შეხვდა ტუსკი ქართული დელეგაციას, ამაზე კომენტარი ამ ეტაპზე არც ერთ მხარეს არ გაუკეთებია.
http://www.newposts.ge/?l=G&id=204645-%E1%...%83%9C%E1%83%98