დავითგარეჯის მამათა მონასტრის არქიმანდრიტ კირიონის ინფორმაციით, აზერბაიჯანულმა მხარემ 2007 წლიდან დაკეტილი ჩიჩხიტურის მონასტერი ქართველი მომლოცველებისა და ტურისტებისთვის გახსნა.
“აზერბაიჯანელებმა 2007 წელს დაიკავეს და დაკეტეს ჩიჩხიტურის მონასტერი და ქართული მხრიდან ასვლა აკრძალეს იმ მოტივით, რომ ჩვენს მხარეს მდებარეობსო. მას შემდეგ, რაც ახლა მოვლენები გამძაფრდა, უდაბნოს მონასტრის დაკავების მცდელობას საყოველთაო მღელვარება მოჰყვა და საზოგადოებამ დაანახა, რომ დავითგარეჯას არ დათმობს, ხელისუფლებამაც ფხა გამოიღო და მიღწეული იქნა შეთანხმება, რომ ჩიჩხიტურის მონასტერზეც ქართველი მომლოცველი და ტურისტი ჩვეულებრივ ავა და მოინახულებს”, – განუცხადა “ნეტგაზეთს” არქიმანდრიტმა კირიონმა.
მისი თქმით, ასევე, 6 მესაზღვრემდე შემცირდა აზერბაიჯანელი მესაზღვრეების კონტინგენტი.
“4-5 საათი დგანან და შემდეგ ისევ ჩადიან სასაზღვრო პუნქტი. თუმცა ესეც არ არის სწორი, ჩვენი ტერიტორიაა და აქ არ უნდა იყვნენ”, – განაცხადა კირიონმა.
25 აპრილს აზერბაიჯანელმა მესაზღვრეებმა უდაბნოს მონასტერთან მისასვლელი გადაკეტეს და სასულიერო პირებს ადგილზე თავისუფლად მოძრაობის საშუალება აღარ ჰქონდათ. არქიმანდრიტ კირიონის მიერ ინფორმაციის გავრცელების შემდეგ ქართული მხარე აზერბაიჯანს დაუკავშირდა და საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა განაცხადა, რომ პრობლემა ამ ეტაპზე ამოწურულია და ქართველ მომლოცველებს და ტურისტებს “ქედს მიღმა” მონასტრების მონახულება ძველებურად შეუძლიათ.
http://netgazeti.ge/news/362806/აი რამხელა ძალა და ავტორიტეტი აქვს მართლმადიდებლობას და საქართველოს ეკლესიას, პატრიარქს და ა.შ.
იიიიიიიიი ბნელები იიიიიი
ჯერ ხო მთელი ისტორია მართლმადიდებლობამ მოატანინა სული ამ ქვეყანას აქამდე და დღესქაც 21-ე საუკუნეში ისევ საქართველოს ეკლესია აგვარებს უმნიშვნელოვანეს პრობლემებს, აი ამიტომ ვერ იტანენ და ებრძვიან საქართველოს ეკლესიას, გგონიათ ეხლა ეს ბევრს გაუხარდა, გგონიათ ღრანტიჭამიებს გაუხარდათ?
შეხვედრები დავით გარეჯის თემასთან დაკავშირებით
დავით გარეჯთან დაკავშირებით ბოლო დროს განვითარებული მოვლენების გამო სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია II და საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე, მიტროპოლიტი შიო (მუჯირი) ამიერკავკასიის მუსლიმთა სულიერი ლიდერის წარმომადგენელს ჩვენს ქვეყანაში ალი ალიევს და საქართველოში აზერბაიჯანის ელჩს, ბ-ნ დურსუნ ჰასანოვს შეხვდნენ.
შეხვედრებზე კიდევ ერთხელ განხილულ იქნა შექმნილი მდგომარეობა და ხაზი გაესვა ჩვენს ქვეყნებს შორის არსებული მეგობრული ურთიერთობების შენარჩუნების აუცილებლობას.
მიტროპოლიტმა შიომ ალი ალიევს და ელჩს საპატრიარქოს მიერ გაკეთებული განცხადება გააცნო და იმედი გამოთქვა, რომ პროცესები მშვიდობიანი გზით სამართლიანად გადაწყდება და ჩვენს ქვეყნებს შორის კავშირი კიდევ უფრო განმტკიცდება.
http://patriarchate.ge/geo/%E1%83%A8%E1%83...83%98%E1%83%A1/პ.ს.
საქართველოს ისტორიიდან რომ ამოვიღოთ მართლმადიდებლობა, ერთი დიდი შავი ლაქა დარჩებოდა © ი.ჭავჭავაძე
This post has been edited by tb-seli on 14 May 2019, 15:28