“მე ვარ სერგეი კირნიკი ნიკოლოზის ძე, დაბადებული ქალაქ ლვოვში 1981 წელს. პრეზიდენტ პოროშენკოს აპარატის უშიშროების სამსახურის თანამშრომელი. ჩვენ გვინდოდა რომ, უკრაინელებს თავად გადაეწყვიტა საკუთარი ბედი და ამიტომაც ვიბრძოდით, კლანებისა და ოლიგარქების წინააღმდეგ. მაგრამ მათ, ვინც ხელისუფლებაში მოვიდნენ თავზე დაგვასვეს ამერიკელები, გერმანელები და პოლონელები. ყირიმი წაგვართვა რუსეთმა, დონბასისათვის კი ბრძოლა მიდის.
ჩვენ სლავები, უკრაინის მოქალაქეები ვხოცავთ ერთმანეთს და ჩვენი სიცოცხლით ამერიკა და რუსეთი გეოპოლიტიკურ თამაშს აწარმოებს. კიევში ბინძური დაპირისპირებაა პრეზიდენტ პოროშენკოსა და პრემიერ იაცენუკს შორის.
იაცენუკი ამერიკის დავალებებს ასრულებს და მათ ძებნილი სააკაშვილი, პრეზიდენტ პოროშენკოს მიამაგრეს გასაკონტროლებლად. ჩვენ უკრაინელებს, მთელ მსოფლიოში წარმოგვაჩენენ როგორც შეუმდგარ ერს.
მინისტრის თანამდებობასაც არ გვანდობენ და ინიშნებიან უცხოელები. სააკაშვილმა ჩამოგვიყვანა თავისი ხალხი და დაიწყო უკრაინის გაძარცვის ახალი ეტაპი. ყიდიან იარაღს, აწარმოებენ პოლიტიკურ ანგარიშსწორებას და დიდ შემოსავალს ღებულობენ ჩვენი ჯარისკაცების სიცოცხლის საფასურად და მათ ორგანოებს ყიდიან ევროპაში.
ცოტა ხნის წინ მე გამოვააშკარავე სააკაშვილის, საქართველოს პარლამენტის თავჯდომარის: დავით უსუფაშვილისა და მისი მეუღლის რომელიც ამერიკელებმა საქართველოს თავდაცვის მინისტრად დანიშნეს.
მაგრამ ჩვენ ვერ შეგვაშინებენ!
ჩვენ შევქმენით სისტემა, რომელიც, ამხელს გამყიდველ ჩინოვნიკებს და სახელმწიფოს მტრებს, რომელებიც ფულს აკეთებენ ჩვენი მოქალაქეების უბედურებაზე და სახელმწიფოს დანაწევრებაზე.
ჩვენ სამშობლოს პატრიოტები გადავდივართ იატაკვეშა საქმიანობაზე და გავაგრძელებთ ბრძოლას უკრაინელი ხალხის ინტერესების დასაცავად. ყველა გაიგებს თუ რა არის უკრაინული ვიკილიქსი.
დიდება უკრაინას! დიდება გმირებს!
http://marshalpress.ge/?p=4116სააკაშვილის და უსუფაშვილის კიევური გარიგების დეტალები – სერგეი კირნიკი ფარულ ჩანაწერს ასაჯაროებსუკრაინის პრეზიდენტის აპარატის თანამშრომელი სერგეი კირნიკი, რომელიც საქართველოს პარლამენტის თავჯდომარეს, დავით უსუფაშვილს კიევში ვიზიტის დროს პერსონალურად მიამაგრეს, აცხადებს რომ, უსუფაშვილმა იაცენუკთან შეხვედრის შემდეგ მას პრეზიდენტის აპარატში მიყვანა სთხოვა.
მისი თქმით, უსუფაშვილის თხოვნის შესაბამისად, ისინი საქართველოდან ჩასულ ოფიციალურ დელეგაციას გამოეყნენ და დავით უსუფაშვილი მეუღლესთან ერთად „ლუტერანსკაიას“ ქუჩის 17 ნომერში მიიყვანა.
კირნიკის განცხადებით, ადმინისტრაციის შენობაში მათ ელოდათ მიხეილ სააკაშვილი და ერთი დაბალი სიმაღლის, მელოტი, სპორტული აღნაგობის მამაკაცი. სააკაშვილმა გულმხურვალედ გადაკოცნა დავით უსუფაშვილი და მისი ცოლი.
უკრაინის პრეზიდენტის თანამშრომელმა სერგეი კირნიკმა, ჩაიწერა სააკაშვილის, უსუფაშვილისა და ხიდაშელის სრული საუბარი, რომელიც შემდგომ უკრაინულ მედიასაშუალებებს მიაწოდა.
სააკაშვილი:
-დათო ეხლა ყველაფერი კარგად იქნება, მე ჩავრთე სხვა ხალხი და ის შეცდომები რომელიც დებილებმა, გიგიმ და გივიმ დაუშვეს აღარ განმეორდება. 50 ათასი არ იქნება პრობლემა, რეალურად გაცილებით მეტი იქნება.
შენ ხო ხედავ, ჩვენი პროექტი რეგიონებში უკვე მუშაობს, მთელ ხალხს გამოვიყვანთ.
უსუფაშვილი:
-ბატონო მიშა თქვენ გესმით რომ, ჩვენ ძალიან ვართ დამოკიდებული ბიძინას ფინანსებზე.
სააკაშვილი:
-დაიცადე, დაიცადე დავით, მე ხო ვთქვი რომ, ფინანსური საკითხები აქ გადაწყვეტილი მაქვს და თქვენ რასაც შეგპირდით გავაკეთებ.
ხიდაშელი:
-ბატონო მიხეილ ჩვენ კონკრეტულად უნდა ვიცოდეთ, აქ რისკი დაუშვებელია და საერთაშორისო მხარდაჭერა აუცილებელი.
სააკაშვილი:
-თინა შენ როგორც ყოველთვის მოვლენებს წინ უსწრებ. ამერიკელებმა თქვენ უკვე გაგაფრთხილეს და საელჩოც კონტაქტშია თქვენთან. იმ ანგარიშებზე რომელიც თქვენ გადმოგვეცით, პარასკევს შევაგდებ 100-ს და ყოველ თვე გამოვგზავნი 30-ს, კიდევ 60 ათასს მიიღებთ თბილისში.
ჩანაფიქრის განხორციელების შემდეგ, დათო დარჩება პარლამენტის თავჯდომარედ ხოლო, უზენაესი სასამართლოს თავჯდომარის პოსტი შენი იქნება თინა.
ხიდაშელი:
-კარგი ეს ჩვენ გვაწყობს, მაგრამ თუ თქვენ, ვერ გამოიყვანთ ხალხს, ჩვენ არ ვიმოქმედებთ, არ ჩავერთვებით და ფულსაც არ შევეხებით.
სააკაშვილი:
-დაიცადე თინა! დათო ეს რა კონიაკია? ასეთი არ მინახავს.
უსუფაშვილი:
– ეს ენისელის სპეციალური სასაჩუქრე ჩამოსხმაა. თქვენთვის წამოვიღეთ.
სააკაშვილი:
-დიდი მადლობა, ძალიან საინტერესოა, მაგრამ მოგვიანებით გავხსნი. „ხოხოლებს“ გავუმასპინძლდები, ალკოჰოლი აქ მალე თავდება.
უსუფაშვილი:
-რათქმაუნდა, მე თქვენ კიდევ გამოგიგზავნით ღვინოს და კონიაკს, თელავში ჩვენებს ქარხანა აქვთ.
სააკაშვილი:
-მადლობა დავით. შენ ხომ იცი მარგველა ჩვენთანაა და საჭირო მომენტში იტყვის თავის სიტყვას.
უსუფაშვილი:
– კი გიორგისთან კორდინაციაში ვართ.
სააკაშვილი:
-აქამდე როგორ უთმენთ ამ გაუნათლებელ სოფლელს დათო.
უსუფაშვილი:
-ის სხვა პლანეტაზეა, ერთობა თავისი ტელეპროგრამით, ბატონო მიშა.
სააკაშვილი:
-ხო დავით ვუყურებ და ბევრს ვიცინი. მისმინეთ, მოკლედ ჩვენ მალე გადავწყვეტთ! აქცია 26 მაისს გაიმართება თუ მოგვიანებით. 26-ში ბურჯანაძე და სხვები დაიწყებენ ლაყბობას და შეიძლება ხელი შეგვიშალონ, ჩვენ გამოვითვლით და შეგატყობინებთ. მთავარია ყველაფერი გავაკეთოთ ისე როგორც მოვილაპარაკეთ. თქვენ უნდა იყოთ ხალხთან და ხალხს ჩვენ წარვმართავთ იქ სადაც საჭიროა. ამ გაუნათლებელ დებილებს ცოტა დარჩათ! ყველა გაიქცევა როგორც ვირთხები და ეს პინგვინი ვერ გაფრინდება!
http://marshalpress.ge/?p=3098 This post has been edited by tb-seli on 14 May 2015, 22:00