IPSOS France: სასამართლო სისტემასთან დაკავშირებული კვლევის გარდა, საქართველოში სხვა კვლევა არ ჩაგვიტარებია
16:53 05-18-201928
image:
https://primetime.ge/uploads/news/05-2019/4...9c8a9_thumb.jpg„ორგანიზაცია “იპსოსი,” რომლის გამოკითხვის შედეგებსაც მმართველმა პარტიამ უნდობლობა გამოუცხადა, მსოფლიო სამეულში შედის და 88 ქვეყანაში ოპერირებს. თავდასხმის სერიის დროს მმართველი პარტიის ლიდერებს ერთი მნიშვნელოვანი დეტალი გამორჩათ – “იპსო” ის ორგანიზაციაა, რომელსაც ბიძინა ივანიშვილის თქმით, ყველაზე მეტად ენდობა.” – ნათქვამია ტელეკომპანიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციებში, სადაც აღნიშნულია, რომ სწორედ ამ კომპანიამ ჩაატარა ხელისუფლების დაკვეთით სასამართლოს შესახებ კვლევა.
შესაბამისად გაჩნდა კითხვა, თუ ერთ შემთხვევაში მმართველი გუნდი ნდობას უცხადებს აღნიშნულ კვლევით ორგანიზაციას, მეორე შემთხვევაში, რატომ აყენებს ის კვლევის შედეგებს კითხვის ნიშნის ქვეშ.
სააგენტო Ipress-მა ინფორმაციის გარკვევა იმ კვლევითი ორგანიზაციის სათაო ოფისში სცადა, რომელმაც სასამართლო სისტემის შესახებ კვლევა ჩაატარა. გამოცემამ „იფსოს ფრანსს” რამდენიმე კითხვით მიმართა, რომელთაც კვლევების დირექტორმა მეთიუ გალარდმა უპასუხა.
მეთიუ გალარდი: ქართული სატელევიზიო არხი რუსთავი 2-ის მიერ დაკვეთილი გამოკითხვები ჩატარდა არა „იფსოს საფრანგეთის, არამედ იფსოსის უკრაინული განშტოების მიერ. ყველა შეკითხვა უნდა გადამისამართდეს ამ ქვეყნის ოფისში.
მეთიუ გალარდი: ზოგადად, ახლო წარსულში, „იფსოს საფრანგეთს არ ჩაუტარებია არავითარი კვლევა საქართველოში, სასამართლო სისტემასთან დაკავშირებული კვლევის გარდა.
Read more at
https://www.primetime.ge/news/1558183987-IP...TE37scWmS7PH.99