#54667515 · 16 May 2019, 20:29 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
ვიცი ღორისთუმეობას დამაბრალებთ მარა არაუშავს;
კაპიტალი, როგორც ასეთი საშიში არაა. კაპიტალი რომ წარმოებას შექმნის ან რაიმე საწარმოს შისყიდავს, საქართველოს ეკონომიკურ ზრდას უწყობს ხელს. თუ ფულის გადინების პრობლემა გადარდებთ, ამისთვის არის საგადასახადო სისტემა და ამ მიდგომით შეიძლება მაგ პრობლემის ნაწილობრივად განეიტრალება. ის ინვესტორი საწარმოს ვერ მოიკიდებს ზურგზე და საღორეთში ვერ წაიღებს.
ჩვენ რომ ვიყოთ განვითარებული ეკონომიკა და მაღალ-ტექნოლოგიებთან გვქონდეს ურთიერთობა, მაში კიდე განგაში შეიძლება გამართლდეს რადგან ინტელექტუალურ ქონების მითვისების საკითხი დადგებოდა.
თუ გგონიათ რომ პოლიტიკაზე ექნებათ გავლენა, ამას უკვე ინვესტორის ეთნიკურ წარმოშობასთან ნაკლები შეხება აქვს და საერთოდ პოლიტიკურ სისტემაში ფულის გავლენას ეხება.
ანუ, ღორი რა ფულს ჩადებს საქართველოში სახელმწიფოს საშიშროებას მხოლოდ მაშინ უქმნის თუ თვითონ მართვის სისტემა არ არის გამართული ან კორუფციულია.
|