ვახუშტის ხიდის სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულდა
access_time2019-05-18 20:35:19
ვახუშტის ხიდის სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულებულია, ხიდზე ორმხრივი ავტოსატრანსპორტო მოძრაობა უახლოეს საათებში აღდგება. ინფორმაციას თბილისის მერიის პრესსამსახური ავრცელებს.
როგორც თბილისის მერმა კახა კალაძემ ვიდეოჩართვისას განაცხადა, რეაბილიტაცია ჩაუტარდა საყრდენ ბოძებს, ასევე, მოწესრიგებულია სავალი ნაწილი, რაც მოძრაობის ორმხრივად გახსნის შესაძლებლობას იძლევა.
მისივე თქმით, ამ ეტაპზე ხიდზე კეთილმოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს.
„ვახუშტის ხიდის სარეაბილიტაციო სამუშაოები, ფაქტობრივად, დასრულდა. როგორც იცით, აღნიშნული სამუშაოები იანვრის ბოლოს დავიწყეთ. ხიდი მძიმე მდგომარეობაში იყო. მოძრაობა რამდენიმე საათში ორმხრივად გაიხსნება. დარჩენილია მხოლოდ გამწვანების სამუშაოები ჩვენ მიერ მოწყობილ ე.წ. კუნძულებზე, ასევე, დახაზვის სამუშაოები, რომელიც დაახლოებით, ათ დღეში განხორციელდება, რადგან მოასფალტების შემდეგ, საჭიროა გარკვეული დროის გასვლა. ამ ეტაპზე, ხიდზე სავალი გზის მორეცხვა-დასუფთავება მიმდინარეობს“, - განაცხადა კახა კალაძემ.
მისივე თქმით, ვახუშტის ხიდით ბევრი ადამიანი სარგებლობს, შესაბამისად, რეაბილიტაციის პროექტის დროულად დასრულება დედაქალაქის მერიისთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო