#54718768 · 27 May 2019, 07:22 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
მოსახლეობის 48% სოფლის მოსახლეა. ფერმერი თუ არ არის, თავს ინახავს, რომ არ მოკვდეს. აგროვებს ფულზ ბილეთისთვის და ჰაიდა ქვეყნიდან. სოფელი დემოგრაფიული კატასტროფის ილუსტრაციაა. არცერთ სოფლის მაცხოვრებელს არ აუშენებია ახალი სახლი დამოუკიდებელ საქართველოში. სოფლიდან თუ ვინმე ხეირობს და სოფელში თუ რამ შენდება -ქალაქელია ინვესტორიც, მშენებელიც და მოხეირეც. სამაგიეროდ ნარკოტიკებს ეზიარნენ სოფლის მოსახლეობა და იხრჩობიან. არც მრავლდებიან. ანანურის 150 ბავშვზე გათვლილ სკოლაში 17 ბავშვი სწავლობს. ძირძველი, ისტორიული სოფელი სულს ღაფავს. (სტატისტიკის სამმართველომ ისინი თვითდასაქმებულებად გააფორმა და მათზე ნუღარ ვიდარდებთო)
ინდუსტრიული ქალაქები ინდუსტრიის გარეშე: დოტაციაზე მყოფი მეშახტეები ტყიბულში და ჭიათურაში, ჩამქარალი მარტენის ღუმელებიანი მეტალურგთა ქალაქი რუსთავი, რკინიგზის ქსელის გარეშე დარჩენილი საკვანძო ქალაქი სამტრედია, გორი ტექსტილის გარეშე, ქუთაისი ავტოქარხნის გარეშე,
მოსახლეობა გეოპოლიტიკურ ექსპერიმენტს უძლებს.
ვერც უძლებს. 5 მლნ-დან 3,7 მლნ- ღა დაგვთვალეს.
როცა საქართველოს სახელით ვინმე რამეს იტყვის, იმ მილიონ სამასი ათასი ა ო რ თ ქ ლ ე ბ უ ლ ი, სისხლად დაღვრილი, გაპარული, არდაბადებულის სახელითაც უნდა ილაპარაკოს! და შეძლებს? ვერ შეძლებს, იმიტომ რომ დარჩენილნი იმდენად ჩვენ-ჩვენ გულში ვბორგავთ, რომ ვ ე რ გავუგებთ. მასლოუს პირამიდა საქართველოს მოთოკვისა და ხელებზე ბორკილების დადების იაფი საშუალება ხდება მტრისთვის - გააღატაკე და ვერ გაბედავს, ჩექმა დააჭირე და აქეთ შეგეხვეწება. საქართველოს ღირსების აღდგენა 18 წელი გადიოდა იმაზე, რომ ჯს თავის სეპარატისტს ვერ ერეოდა, ლეგალურ იერარქიას ვერ ახორციელებდა მასზე 17-ჯერ მცირერიცხოვან ჯგუფთან. 2008 წელმა ეს სირცხვილი დაასრულა - საქართველო სეპარატისტებს ერევა. (აღიარა კომოითმა, მედვედევმა და ლუტინმა). ახლა ჩვენი ომი მხოლოდ გამდიდრებაა - პიროვნული და ქვეყნის. მასლოუს პირამიდის ქვედა საფეხური უნდა დაძლიოს მოსახლეობის ქ ვ ე დ ა (და ყველაზე მრავალრიცხოვანმა ) ჯგუფმა. მატერიალური შიმშილი, სიცივე, სახურავი, დაცულობა ყ ვ ე ლ ა ს უნდა ჰქონდეს. სანამ ქვედა რგოლი, პირამიდის პირველი საფეხური შიმშილის შიშშია, საქართველოს ღირსების დაბრუნების შანსი არ აქვს - მოვა მორიგი არჩევნები და აირჩევს შეჩვეულ ჭირს (მიშას, ბიძინას, გუმბარიძეს). მოსახლეობის საარჩევნო უმრავლესობა ღატაკ ქვეყანაში მთავრობას ვერ შეცვლის. წარმატების ფორმულა კი ცვლაშია (მიშა, ბიძინა, გუმბარიძე და თავიდან, მიშა, ბიძინა, გუმბარიძე) რომ ძველი ლანძღოს და თვითონ არ იმეოროს ის, რასაც ლანძღავდა.
1990 წელს პრიმიტივები ვიყავით. გვეგონა ყოფნაარყოფნის სამსჯავრო ხვალ უნდა დამდგარიყო და უნდა დაგვესწრო ხვალინდელი დღისთვის და დღეს გამოგვდსწორებინა. 2019 წელს ბრძენები ვართ - ვიცით რომ სამსჯავრო/შემფასებელი ხვალ კი არა, 10 წელში მოდის. ოღლნდ ჯერ არ ვიცით რომ პროგრესის სათავე ჩვენ თვითონვე ვართ. ქვედა ზღვარი უნდა ავწიოთ, რომ კარგი მთავრობა (ყველა ახალი მთავრობა კარგია, რომელსაც ავირჩევთ) კარგია 4, მაქს 8 წელი. მეცხრე წლიდან უკვე წუმპეა.
ხოდა
როგორ ავწიოთ ქვედა პლანკა/თამასა რათა ღარიბმა ყოველთვის შეჩვეულ ჭირს არ მისცეს ხმა? რათა ისე აღარ მოხდეს, როგორც მოხდა საპრეზიდენტოზე - ა რ ა ვ ი ს მიუცია ხმა სალომესთვის გარდა იდეინი კონსერვატორებისა და ზურგდაშრამული ანტიმიშებისა, მ ა გ რ ა მ არჩევნების ბედი გადაწყვიტა ხმის, ტელემიკროფონის ა რ მ ქ ო ნ ე აგრესიულმა მდუმარე უმრავლესობამ - პირამიდის პირველმა, და ყველაზე მოწყვლადმა საფეხურმა.
მანკიერი წრე შეკრულია. ვინ იცით მისი გარღვევის გზა?
--------------------
ტვინის კერხერი VS ტვინის უნიტაზის მარჯანი.
ბიძინა უნდა გაბანძდეს!
|