#54655393 · 14 May 2019, 12:28 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
მოგესალმებით!
ვეძებ ასისტენტს ვინც დამეხმარება სხვადასხვა ინტერნეტ საქმიანობებში.
ძირითადი მოვალეობები: საიტებზე რეგისტრაცია, მიმოწერა, საპორტებთან დარეკვა, კომენტარების დაწერა, ინფორმაციის ძებნა, სტატიების თარგმნა - დაწერა, სხვადასხვა დავალებები ინტერნეტში.
სამუშაო გრაფიკი: ვიმუშავებთ დისტანციურად, პირველ ეტაპზე კვირის დღეებში 5-6 საათი, შაბათს 2-3 საათი, შემდეგი თვიდან სამუშაო დრო გაიზრდება 8 საათამდე, 95% შემთხვევაში მნიშნელობა არ აქვს რა დროს შესრულდება სამუშაო. დავალებები შეგიძლიათ შეასრულოთ თქვენთვის ხელსაყრელ დროს. კომუნიკაცია სკაიპით
მოთხოვნები: გამართული ინგლისურის ცოდნა: წერა + საუბარი, ინტერნეტში მუშაობის უნარ ჩვევები (არაფერი კონკრეტული, ყველა შესასრულებელ სამუშაოზე დაგატრენინგებთ) სწრაფად მუშაობის უნარი და პასუხისმგებლობის გრძნობა. ყველა დავალება უნდა შესრულდეს დროულად, ფორსმაჟორულ სიტუაციაში უნდა ვიყო გაფრთხილებული წინასწარ.
ანაზღაურება: პირველ თვეში 500 ლარი, ყოველ მომდევნო თვეში გაიზრდება 100 ლარით და საბოლოოდ იქნება 800 ლარი. ანაზღაურება ყოველთვიურად, 2 კვირაში ერთხელ, ყოველკვირეულად - თქვენი სურვილის მიხედვით
დაინტერესებულებმა გთხოვთ მომწეროთ თქვენს შესახებ მაილზე sipragio@gmail.com ოფიციალური სივი, უაზრო თარიღები, სამუშაო გამოცდილება, სხვა ენები, გავლილი ტრენინგები, სერვის პლიუსები და ასტროფიზიკის ცოდნა არ მადარდებს. მომწერეთ მხოლოდ თქვენი ინგლისურის დონე და თქვენს შესახებ.
P.S ზარმაცებთან, უპასუხისმგებლოებთან, ზედმეტად ამბიციურებთან და ინგლისურის ცუდად მცოდნეებთან უცერემონიოდ შევწყვეტ ურთიერთობას
This post has been edited by ABGREITORA on 14 May 2019, 15:39
--------------------
Armenicum - სომხური წარმოების კიბოს წამალი. მართალია კიბოს არ არჩენს მაგრამ არც აჩენს!
|