#54693976 · 21 May 2019, 22:15 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
რჩევა ბანჯოსგან:
იყავით ზრდილობიანები. ძველი ხალხი სულელი კი არ იყო, რომ თქვა - ათასად კაცი დაფასდა, ათი ათასად ზრდილობაო.
თავს არ ვიქებ, ობიექტურად და რეალურად ვაფასებ ჩემს თავს. ჩემი ერთ-ერთი დადებითი თვისება ზრდილობაა. რომელიც არავის უსწავლებია, არამედ მე თვითონ ვისწავლე სხვადასხვა ადამიანისაგან. ძირითადად სრულიად უცხო ადამიანებისაგან. ბავშვობიდან ვაკვირდებოდი და ბავშვობიდან მქონდა საოცარი უნარი - კარგისა და ცუდის ერთმანეთისგან გარჩევა. მერე თანდათანობით სრულიად დამოუკიდებლად და ინდივიდუალურად ჩამომიყალიბდა საკუთარი შინაგანი კულტურა და ზრდილობა.
შეიძლება აქ არ ვტოვებ ასეთ შთაბეჭდილებას. ხშირად ვიგინები, ცუდ სიტყვებს ვამბობ, ვეუხეშები იუზერებს, მაგრამ ამ ყველაფერს სხვადასხვა მიზეზი აქვს. რეალურად არ ვარ ასეთი.
და რეალურად ჩემი ზრდილობა და კულტურულობა ძალიან ბევრ რამეში დამხმარებია. აშკარად მიგრძვნია, რომ ამ თვისებებით ადამიანებში ნდობა და დადებითი დამოკიდებულება დამიმსახურებია.
ასე რომ, თქვენც გირჩევთ, იმუშავოთ საკუთარ თავზე და რაც შეიძლება მეტად გამოიმუშავოთ ეს ერთ-ერთი ძალიან კარგი და სასარგებლო თვისება.
გმადლობთ ყურადღებისთვის.
This post has been edited by ბანჯოო on 21 May 2019, 22:15
--------------------
მკიდიათქო შენი აზრი მერამდენედ უნდა გაგიმეორო? (c) არავინ
https://tellonym.me/banjuta
|