ჯიმ"მორისონი
გეთამაშება!!!

    
ჯგუფი: Members
წერილები: 4453
წევრი No.: 244415
რეგისტრ.: 27-July 18
|
#54698971 · 22 May 2019, 22:33 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
Madara სიყვარულის მეტაფიზიკა : გაუცნობიერებელი სექსუალური ლტოლვა
გაუცნობიერებელი სექსუალური ლტოლვა წარმმართველია მთელი რიგი პროცესების, რომელიც რომანტიკულობასთან არის კავშირში. რომანტიკულობა თავის თავში ატარებს სიყალბეს - როცა აღარ გვაქვს გრძნობა, არარაა რომანტიკა. მხოლოდ გრძნობით არის საწვდომი ისიც, რასაც რაციონალური სიყვარული ვუწოდეთ, მაგრამ სხვადასხვაა გამოხატვის ფორმები და გამომწვევი მიზეზები. რაციონალური სიყვარული ვრცელი თემაა, სჯობს ჯერ გაუცნობიერებელ ლტოლვაზე ვისაუბროთ . არ მინდა შევეხო ოიდიპოსისა და ელექტრას კომპლექსს, რადგან ჩვენი საკვლევი სფერო სხვა ფორმას სწავლობს სიყვარულის .
გაუცნობიერებელი სექსუალური ლტოლვის იდეალიზებას ახდენს ოცნება და სიზმრები. ესთეტიკურად მოწონებული, თუნდაც ხმა ამოუღებლად, მხოლოდ სახის მოყვანილობით დამახაოვრებული და არაცნობიერში ჩაბეჭდილი გამოსახულება - ადამიანი,განსხეულებული გონში, რომელიც მას ფიქრებსა, თუ სიზმრებში იდეალურს გახდის - იქნება ადრესატი გაუცნობიერებელი სექსუალური ლტოლვის, რომელმაც ფორმა მიიღო ოცნებისა და სილამზის, გონი ფანტასმაგორიულ ბურუსში გაახვია და თავდავიწყებას მიეცა საღი აზრის უნარი, დაკარგა მნიშვნელობა ყველაფერმა და ოცნებაში განსხეულებული, მხოლოდ გარეგნობის გამო მოწონებული ობიექტი გახდა არსი ყველაფრის .
"შეყვარებული" ადამიანი ვერ ჩაითვლება ჯანმრთელად, დაავადებულია და არაფერი სურს გარდა ილუზიის ნაყოფისა, შესაბამისად მისი სექსუალირი მოთხოვნილებები სხვა ქალებისა, თუ კაცების მიმართ დაქვეითებულია . გაუცნობიერებელი სექსუალური ლტოლვა, წოდებული სიყვარულად მთლიანად მართავს გონს, შესაბამისად ის მაღლა დგას, ვიდრე უბრალოდ სექსუალური ლტოლვა, ამრიგად არ ჩნდება გაცნობიერებული სექსუალური ლტოლვა და "შეყვარებული" ადამიანი ერთგულებად თვლის იმას, რომ სხვისკენ არც კი იხედება, არადა ეს არანაირ ზნეობრივ დანიშნულებას არ ატარებს, უბრალოდ თავისთავადი პროცესია.
დაავადებული ადამიანი შეპყრობილია მძაფრი გრძნობებით, შეიძლება ლექსიც დაწეროს, რადგან სიტყვათა მუსიკალურობა მძაფრად გამოხატავს შინაგან სისავსეს, ამრიგად პათოსისათვის არაცნობიერი სექსუალური ლტოლვა, ერთ-ერთი საუკეთესო გამღიზიანებელია. პოეტებსა, თუ მწერლებს, რომლებიც "სიყვარულზე" და სილამაზეზე წერდნენ ლექსებს, ან წერენ ახლაც, უბრალოდ დაუკმაყოფილებელი გაუცნობიერებელი სექსუალური ნება ამოქმედებთ.
რომანებში ხშირად ვხვდებით პერსონაჟებს, რომლებიც ერთო შეხედვითა, თუ ერთი შეხებით, ან უბრალო დიალოგით იყვარებენ ერთმანეთს - ეს ყველაზე კარგი გამოხატულებაა იმ ფენომენის, რის აღწერასაც ვცდილობ. ერთი ნახვით სიყვარული წმინდად ის ფენომენია, რის დესკრიფციასაც წინა წინადადებებში ვცდილობდი - რადგან ამ დროს პიროვნული ნიშანი კი არა, არამედ გარეგნობა იწვევს სიმპათიას, გარეგნობისგან თავბრუდახვეულ ადამიანებს კი არარა აქვთ რაციონალური, რაც ჭეშმარიტ გრძნობას აღძრავს . გაუცნობიერებელი სექსუალური ლტოლვისთვის დამახასიათებელია შეყვარება გარეგნობით და არა პიროვნული ნიშან თვისებებით.
სექსუალური ლტოლვის ორივე გამოვლინება ქრება, როცა რეალიზებაში მოდის. სიყვარულად შერაცხული სექსუალური ლტოლვა უმალვე იქცევა სანანებელად, როცა ცნობიერი მდგომარეობა დაბრუნდება თავის ადგილას. იდეალად ქცეული ადამიანი, რომელმაც რეალური პიროვნული ნიშან თვისებები მხოლოდ მაშინ გამოავლინა, როცა რეალურად გაიცნო მისმა მოყვარულმა, - გამოფხიზლდა ნაწილობრივ, მიხვდა, რომ რეალურად ისეთივე ადამიანია მისი სიყვარულის ადრესატი, როგირც სხვები, მაგრამ მასში კვლავ ლაპარაკობს სექსუალური ლტოლვა,რომელიც ჯერ კიდევ გაუცნობიერებელია. უშუალოდ სექსუალურ აქტში და ნების კმაყოფილებაში, მის ჯერ ცნობიერში გადასვლაში და ბოლოს აქტივობაში გადმოტანაში, ის ქრება.
აღარაფერი დარჩა, გარდა აღდგენადი ლტოლვისა და გარეგნული მოწონების, მალევე დაშორდება წყვილი ერთმანეთს, თუმცა არ მგონია ჭკუა ისწავლონ, რადგან ადამიანი ტკბება მისი ადამიანურობით, არათუ შეისწავლის და მართავს, არამედ მოსწონს მართულობა და ალბათ, ბუნებასაც ასე სურს, ფსიქეც ჯანმრთელი რჩება.
გაუცნობიერებელი ლტოლვისას, როგორც უკვე ვთქვით, შეუძლებელია ადამიანმა შეინარჩუნოს საღი გონება, ამრიგად ასეთი ადამიანები ათას სისულელეს იზამენ, შეიძლება დაიწყონ ომი, მოიკლან თავი, დააზიანონ სხვები და საკუთარი თავი. როცა სექსუალური ლტოლვის სისრულეში მოყვანა შეუძლებელია, იბადება ტრაგედია, რაც კიდევ უფრი ახელებს ადამიანს და სექსუალური ლტოლვა შეიძლება ჰეროიკულობასა და გადაულახავისგან წარმოქმნილ ტრაგედიას შეერიოს,რაც აასმაგებს სუბიექტის აფექტურობას.
გაუცნობიერებელი სექსუალური ლტოლვა განსაკუთრებით საშიშია, როცა ქორწინებამდე არ აქვს სექსუალური ურთიერთობა წყვილს, რადგან ეს ნება ხდება ოჯახის შეკვრის მიზეზი და ამ მიზეზით ვერ გასტანს დიდხანს ოჯახი, რადგან თავად ჩანაფიქრი ოჯახისა მეტად წმინდაა და სუფთა, რომ სექსუალური ლტოლვის გამო იქცეს მის სრულყოფილ გამოხატულებად. ქალიშვილობის ინსტიტუტის გამო უამრავი ოჯახი დაქცეულა და დაიქცევა, რადგან წყვილებს უჭირთ გაარჩიონ სექსუალური ლტოლვა და რეალური - რაციონალური სიყვარული
|