უდიდესი დამსახურება აქვს მარგარეთ თეტჩერს კაცობრიობის წინაშე.რეიგანთან ერთად დაშალეს ,,ბოროტების იმპერია" საბჭოთა კავშირი,
ღმერთმა ნათელში ამყოფოს მისი სული.
-----------------------------------------

ტეტჩერის მეგობრობა რეიგანთან და დასავლეთის მოგებული „ცივი ომი“
10 აპრილი 16:57
346
რადიო „თავისუფლების“ საიტზე, ცნობილი ბრიტანელი პოლიტიკოსის გარდაცვალებასთან დაკავშირებით გამოქვეყნდა ჟურნალისტ ჯონ ო’სალივანის წერილი სათაურით: „ტეტჩერი და რეიგანი: მეგობრობის ფენომენი“. ქვემოთ გთავაზობთ ამ წერილს მცირეოდენი შემოკლებით:
„ბრიტანეთის პრემიერმინისტრმა დევიდ კემერონმა მარგარეტ თეტჩერის გარდაცვალების შემდეგ თქვა, რომ „ის არა მარტო ხელმძღვანელობდა ქვეყანას, მან იხსნა ქვეყანა“.
ძირითადად მან იხსნა ქვეყანა ეკონომიკურად! ის პრემიერმინისტრი გახდა 1979 წლის „ზამთრის პროტესტების“ შემდეგ. იმ დროს მთელ ქვეყანაში ტარდებოდა გაფიცვები. ლივერპულში შეუძლებელი იყო გარდაცვლილთა დამარხვა, ლონდონში ნაგვის გროვები იდგა, ხოლო გულით ავადმყოფები საავადმყოფომდე ვერ აღწევდნენ პიკეტების გამო. ჩემს თანამოქალაქეებს ჰქონდა განცდა, რომ დიდი ბრიტანეთი იხრჩობა სასოწარკვეთილების მორევში და მის გადასარჩენად საჭიროა მტკიცე მოქმედებები.
ტეტჩერმა გააკეთა სამი რამ. ჯერ ერთი - მან ისე შეცვალა კანონი, რომ პროფკავშირები აღმოჩნდნენ კონტროლის ქვეშ - როგორც კანონმდებლობით, ისე - საკუთარი წევრებისაგან. მეორე - მან მკვეთრად გაყინა გასავლები, სტაბილური გახადა ვალუტა და სწრაფად შექმნა ფინანსური სტაბილურობის პირობები, რამაც ბიზნესს მისცა განვითარების დაგეგმარების საშუალება. და მესამე - მოახდინა რევოლუცია პრივატიზაციის საკითხში ეკონომიკურ თავისუფლებათა მინიჭებაში, რაც ბევრმა გადაიღო მერე მსოფლიოში. თეტჩერის მოსვლის შემდეგ ქვეყანამ მეოთხე ადგილზე გადაინაცვლა მსოფლიოში.
ტეტჩერი გაიზარდა პროვინციულ ინგლისში. მისი მამა იყო უბრალო ბოსტნეულის გამყიდველი. ტეტჩერი ყოველთვის ამბობდა, რომ სწორედ ამან იქონია გავლენა მის ეკონომიკურ შეხედულებებზე. იმასაც აღნიშნავდა, რომ სწორედ მამის მაღაზიაში დახლთან დასაქმებამ მისცა მას წარმოდგენა ლიბერალურ ეკონომიკაზე. მეორეც - ის, როგორც მეთოდისტთა ეკლესიის მიმდევარი, მთელი ცხოვრება იყო ღრმად რელიგიური ადამიანი. მისი ყველაზე საყვარელი გამონათქვამი გახლდათ მე-18 საუკუნის ქრისტიანი თეოლოგის ჯონ უესლის სიტყვები: „მოიმუშაკე ყველაფერი, რაც შეგიძლია; დააგროვე ყველაფერი, რაც შეგიძლია; გაეცი ყველაფერი, რაც შეგიძლია“. აი, ამ ქრისტიანული მოძღვრების მიხედვით ცხოვრობდა.
ტეტჩერისა და აშშ-ის პრეზიდენტ რონალდ რეიგანის მეგობრობა დაიწყო 1975 წელს, რამდენიმე კვირის შემდეგ, რაც ის კონსერვატიულ პარტიას ჩაუდგა სათავეში. ხოლო მათი პოლიტიკური კავშირი დამყარდა 1981 წელს, როდესაც თეტჩერს დიდი ზეწოლა ჰქონდა სამშობლოში. ტეტჩერის ვაშინგტონში ჩასვლისას, პრეზიდენტის ადმინისტრაციის უმეტესი ნაწილი ურჩევდა მას, რომ დისტანცირებული ყოფილიყო სტუმრისაგან, რეიგანმა კი საგანგებო დახვედრა მოუწყო და მხარზეც მოხვია ხელი იმის დასტურად, რომ „ჩვენ ერთ საქმეს ვაკეთებთ და ჩვენ მართლები ვართ“.
ისინი ხშირად კამათობდნენ, მაგრამ ამას საჯაროდ არ აკეთებდნენ; დროდადრო სხვადასხვა პროექტებსაც უჭერდნენ მხარს - მაგალითად, რეიგანი გაცილებით უფრო მკაცრად ეკიდებოდა ნავთობსადენის გაყვანას საბჭოთა კავშირიდან გერმანიაში, თეტჩერი კი თვლიდა, რომ ამ პროექტს ვერაფრით შეაჩერებდნენ, რადგან კონტრაქტი უკვე ხელმოწერილი იყო და უარი დიდძალ მუშახელს დააკლებდა ბრიტანეთის კომპანიებს. ჰქონდათ განსხვავებული შეხედულებები ფოლკლენდის ომთან და ამერიკელების გრენადაში შეჭრასთან დაკავშირებით. მაგრამ უთანხმოებებს არ გამოუწვევია ატლანტიკური კავშირის რღვევა. ყველა განსხვავებული შეხედულებები დაჩრდილა თეტჩერის აბსოლუტურმა თანადგომამ ამერიკული რაკეტების დასავლეთ ევროპაში განთავსების საკითხში, რომლის შედეგადაც დასავლეთმა „ცივი ომი“ მოიგო. საბოლოო ჯამში მათმა მეგობრობამ დადებითი როლი ითამაშა ორივესათვის.
მარგარეტ ტეტჩერი იყო თავისუფლებისათვის მებრძოლი ადამიანი. ის ემხრობოდა „სოლიდარნოსტს“, დისიდენტურ მოძრაობებს; მისი განკარგულებით ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ჩავიდა პოლონეთში და პატივი მიაგო პოლონეთში სოციალისტური რეჟიმის მსხვერპლ ნეტარ მამა ეჟი პოპელუშკოს. თეტჩერი მტკიცედ მოითხოვდა, რომ ბროტანეთის მთავრობა გამოსულიყო საბჭოთა კავშირის მწვავე კრიტიკით, რომ მონაწილეობა მიეღო თავდაცვის ეფექტური სისტემების შექმნაში და ეკეთებინა მკვეთრი ანტიკომუნისტური განცხადებები