ანაკლიის პორტის კონსორციუმი მთავრობის წარმომადგენლებს შეხვდნენ და საბოლოოდ შეთანხმდნენ კონსორციუმის მიერ წაყენებული 8 პირობიდან 7ზე!
პირობები რომელიც კონსორციუმმა მთავრობას პორტის აშენების დასაფინანსებლად წაუყენა შემდეგია
1 - არანაირი დედლაინები და დროითი შეზღუდვა პორტის მშენებლობის ფაზებისთვის და არანაირი ვალდებულება მშენებლობის დასრულებისთვის ტვირთების ნაკლებობის შემთხვევაში
2 - ტვირთების გადაზიდვის დაზღვევა ანუ პორტის ვალების მთავრობის მიერ დაფარვა არასაკმარისი ტვირთბრუნვის შეთმხვევაში
3 - კონპენსაცია პორტთან გზების ან რკინიგზის გაყვანის დაგვიანების შეთმხვევაში
4 - კონსორციუმისთვის კრედიტების აღების გამარტივება
5 - მთავრობის "ოქროს წილის" შეზღუდვა (ოქროს წილი მეწილეს სპეციალურ ვეტოს უფლებებს აძლევს გარკვეულ შემთხვევებში)
6 - კონპენსაცია პოლიტიკურ ფორს მაჟორ სიტუაციაში
7 - კონპენსაცია საკრედიტო ინსტიტუციების კანონმდებლობის რედაქტირების შეთმხვევაში
8 - 400 მილიონი დოლარის კონპენსაცია კონტრაქტის გაუქმების შეთმხვევაში
მთავრობა კონსორციუმთან ვერ შეთანხმდა 2-ე პუნქტზე
https://civil.ge/archives/306472არც უნდა დაუთმონ ეს 2-ე პუნქტი მე თუ მკითხავთ
რატო უნდა უხადოს პორტს საქართველოს მოსახლეობამ იმ შემთხვევაში თუ საკმარისი ტვირთვბრუნვა ვერ მოახდინეს?
ისედაც რამდენს უთმობენ უკვე
ოქროს წილიც არ უნდა დაეთმოთ მარა ჯანდაბას