manuchari123456
Super Crazy Member +

      
ჯგუფი: Members
წერილები: 15800
წევრი No.: 93237
რეგისტრ.: 9-June 09
|
#54712562 · 25 May 2019, 20:43 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
QUOTE | ჯორჯიან მანგანეზი კვების კომპანიასთან ხელშეკრულების სავარაუდო გაწყვეტის მიზეზად მუშების პრეტენზიებს ასახელებს.
ჯორჯიან მანგანეზის ადმინისტრაციისწარმომადგენელი, ირაკლი პეტრიაშვილი, აცხადებს, რომ კომპანიასთან, რომელიც მუშებს უკვე სამი წელია, საკვებით უზრუნველყოფს, აქამდე არც მათ და არც სურსათის უვნებლობის სამსახურს პრეტენზია არ ჰქონიათ.
„ეს ნაბიჯი კომპანიამ გადადგა და დაიწყო ხელშეკრულების შეწყვეტის პროცედურა, რადგან მოთხოვნა იყო და ერთ-ერთი მესიჯი იყო აქ აქციებიდან კვების საკითხი. მაღაროელებთან ერთად მე ვარ ერთ-ერთი ის ადამიანი, რომელიც მათთან ერთად ავდიოდი და ვიკვებებოდი ყოველთვის, როცა კი ვახერხებდი. შესაბამისად, გარკვეული ტიპის სერიოზული პრობლემები არ ყოფილა იმიტომ, რომ პრეტენზიები იყო. 220 ადამიანი იკვებება, 220 ადამიანისთვის ერთი და იგივე ტიპის გემოვნება გამორიცხულია, მაგრამ სურსათის ეროვნული სააგენტოდან გარკვეული ტიპის შენიშვნები ჩვენ არ მიგვიღია, ანუ კომპეტენტური ორგანოებისგან იმიტომ, რომ ზოგს მარილიანი მოსწონს, ზოგს უმარილო, ზოგი ხახვს ჭამს, ზოგი არ ჭამს,“ - განაცხადა ირაკლი პეტრიაშვილმა.
ჯორჯიან მანგანეზის 15 თანამშრომელი კი უკვე 9 დღეა, პროტესტის უკიდურეს ფორმას ხელფასების გაზრდის და სამუშაო პირობების გაუმჯობესების მოთხოვნით მიმართავს.
აქციის მონაწილეები ამბობენ, რომ პროტესტი მოთხოვების სრულად დაკმაყოფილებამდე არ შეწყდება. გაფიცულების მოთხოვნებს იზიარებენ ასევე ზესტაფონიდან და ტყიბულიდან ჩასული მხარდამჭერები და მსგავს პირობებში მყოფ ყველა მუშას მასშტაბური გაფიცვისკენ მოუწოდებენ. |
მუშებს ჰქონდათ პრეტენზია კვების პრობლემაზე, რადგან არ ყოფნიდათ, რისი მიზეზიც იყო ის რომ ცოტა ფული იყო გამოყოფილი კვებისთვის.
შესაბამისად პირობითად კომპანია რომ აძლევდა კონტრაქტრორს 1 მუშაზე 5 ლარს ისინიც აძლევდნენ 5 ლარის რაციონს. ეხლა იმის მაგივრად რომ თავის თავზე აეღოთ პასუხისმგებლობა, მეტი გადაეხადათ და შესაბამისად რაციონიც გაზრდილიყო, გადააბრალეს კონტრაქტორს.
ზოგადად კი ჭიათურას რომ პატრონი ყავდეს, იმდენი დარღვევა აქვს ამ კომპანიას ქალაქის მიმართ, უჩივლებდა და ტრუსიკამდე ჩამოატყავდნენ ყველას ვისაც ფული აქვს აღებული. ეს რომ საერთაშორისო სასამართლოში გავიდეს.
პირველი რიგში უნდა დადგინდეს ვისია რეალურად მარგანეცი, მარგანეცი არის ადგილობრივი მოსახლეობის და მარგანიცის შემოსავლის დიდი ნაწილი უნდა დაიხარჯოს ადგილზე. ესეც ჩვეული სქემაა, საბჭოთა კავშირმა გადაწყვიტა რომ მარგანეცი ყველასია, თუმცა ისენი გაცილებით მეტს აკეთებდნენ და ქალაქი ააშენეს. ეხლა კი არაფერი არ კეთდება გარდა ნგრევისა, მთარია მარგანეცი გამოთხარონ.
ჭიათურას თხრიან, ჭიათურას ანადგურებენ და საბიუჯეტო შემოსავალს თანაბრად ინაწილებს პირობითად თელაველიც მოსახლეც და ჭიათურელიც მოსახლეც, რა სპორტია ეს არ მესმის, თელაველი და ჭიათურელი თანაბრად სუნთქავენ იმ დაბინძურებულ ჰაერს?
მარაზმია მეტი არაფერი. ყველაზე შემოსავლიანი ქალაქი ერთ ერთი ყველაზე ღატაკია....
მერე გიკვირთ თბილისში რატო ჩამოდიან "სოფლელები" ო. და რეგიონები რატო არ ვითარდებაო, რეგიონების ფული თბილისში მოდის და დაუტოვეთ ადგილზე და აღარ ჩამოვლიან.
This post has been edited by manuchari123456 on 25 May 2019, 21:03
|