#54723631 · 28 May 2019, 04:04 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
მგზავრო, რას ეძებ? საიდან მოხველ? რამ მოგიყვანა ამ მხარეშია? საოცრებების ხილვა თუ გინდა, სწორად მოსულხარ - ყველა ჩვენშია!
თბილი მთაწმინდა, სპეტაკი უშბა, მყინვარი - მცველად მდგომი ხევშია, წითური ხვამლი, მწვანე ბახმარო, არ არის სხვაგან, მხოლოდ ჩვენშია!
ნატანჯი მტკვარი, მტკიცე ენგური, რუ - მოჩუხჩუხე სადღაც მთებშია, პალიასტომი და ფარავანი, პონტოს შავი ზღვა ღელავს ჩვენშია!
ღვინო მიირთვი ჩემო სტუმარო, ყურძნის წვეთები ჩქეფს ჩვენს გენშია, ვაზი ბევრსა აქვს, მაგრამ იცოდე რთველი და ჭური მარტო ჩვენშია!
ღმერთმა დალოცოს ის სიყვარული, რაც კახურ "მრავალჟამიერშია" ათ-თერთმეტ ხმაში გაშლილი მღერა არსად არ გვხვდება, მხოლოდ ჩვენშია!
მიჯნურთა ტრფობა, ვაჟკაცთა ძმობა - "ვეფხისტყაოსნის" სტრიქონებშია, ილიას სიბრძნე, "ფშაველას" მადლი არ დაგვიკაგავს, ისევ ჩვენშია!
სვეტიცხოველი, დავით გარეჯი, "აქა ვარ ძია" - თქმული კლდეშია, ღვთისმშობლის წილი, მაცხოვრის კვართი - ქართველებს გვერგო, ჰოდა ჩვენშია!
შეუცდომელი არავინ არის, ჩვენც უამრავი რამე შეგვშლია, მაგრამ ყოველი შეცდომის განცდა საბედნიეროდ მუდამ ჩვენშია!
მძიმე წარსული, ვერაგი აწმყო, მომავლის რწმენა - ალგეთს ლეკვშია, ჩვენ გადავრჩებით, მგზავრო, რადგანაც ჩვენ ღმერთში ვართ და ღმერთი ჩენშია!
--------------------
Dum Spiro, Spero.
|