კუბაში ფიდელ კასტროს სახელისა და გამოსახულების გამოყენება იზღუდება
https://ipress.ge/new/kubashi-phidel-kastros-sakh-2/გამოცემის ინფორმაციით, საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში კუბის ყოფილი ლიდერის სახელისა და გამოსახულების გამოყენება აიკრძალება, ასევე კანონი ფიდელ კასტროს ძეგლის შექმნასაც კრძალავს.
ინიციატივის მიზანია, ფიდელ კასტროს პიროვნების გაკულტება არ მოხდეს. კანონპროექტის ხმა 600-მა დეპუტატმა დაუჭირა.
ფიდელ კასტროს გარდაცვალების შესახებ 26 ნოემბერს მისმა ძმამ რაულ კასტრომ სახელმწიფო ტელევიზიის ეთერში განაცხადა. კუბის ლიდერი 4 დეკემბერს ქალაქ სანტიაგო-დე-კუბაში დაკრძალეს.