„ევროპული საქართველოს“ წევრებმა და სამოქალაქო ატივისტებმა პარლამენტის თავმჯდომარის, ოზურგეთის მაჟორიტარი დეპუტატის, არჩილ თალაკვაძის ბიუროს ოფისს ბოქლომი დაადეს.
დეპუტატ მამუკა მდინარაძის მაჟორიტარული ბიუროს ოფისთან ფიზიკური და სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა.
"ევროპული საქართველოს" ლიდერები დეპუტატ მამუკა მდინარაძის ბიუროს ოფისის კარის "დაბოქლომებას" აპირებდნენ, რასაც დაპირისპირება მოჰყვა.
„ევროპული საქართველოს“ და გაერთიანებული ოპოზიციის წევრებმა სანზონაში, დეპუტატ მიხეილ ყაველაშვილის მაჟორიტარულ ბიუროს ოფისის „დაბოქლომება“ სცადეს. აქციის მონაწილეებს ამის საშუალება სამართალდამცველებმა არ მისცეს, თუმცა მათ მაინც მოახერხეს შენობის გარე ფასადზე სტიკერების გაკვრა წარწერით „დალუქულია“.
თელავის მუნიციპალიტეტის შენობაში დილიდან სამართალდამცველები არიან მობილიზებული.მათ „ევროპული საქართველოს“ წევრებს მაჟორიტარი დეპუტატების, გელა სამხარაულის და ირაკლი სესიაშვილის კაბინეტის „დაბოქლომების“ საშუალება არ მისცეს.
„ევროპული საქართველოს“ თელავის ორგანიზაციის თავმჯდომარის, ლელა მენთეშაშვილის ინფორმაციით, ის არ აპირებს დანებებას და დღის განმავლობაში კიდევ შეეცდება შესვლას და კარზე ბოქლომის დამაგრებას.
მოძრაობა „გაბედეს" აქტივისტებმა, უმრავლესობის წევრს და ზუგდიდის მაჟორიტარ დეპუტატს, მერაბ ქვარაიას პრესკონფერენციის ჩატარების საშუალება არ მისცეს.
მოძრაობის მონაწილეები სკანდირებდნენ: „მონა“, „სირცხვილი“, „ივანიშვილის ხელის ბიჭი“. „ჩვენ აქ მოვედით იმისთვის, რომ მეორედ ხალხის წინააღმდეგ წასვლა აღარ გაბედოთ“, - განაცხადეს აქტივისტებმა.