#55023877 · 25 Jul 2019, 12:00 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
მოგესალმებით, მაქვს იურიდიული კომპანია რომელიც ფუნქციონირებს ამ წლის იანვრიდან. მიუხედავად ამ მცირე დროისა შევძელით და შევქმენის სტაბილური გვერდი სოც. ქსელში, ჩვენი რესურსით გავაკეთეთ SEO ოპტიმიზაცია, შევქმენით ვებ - გვერდი, გვყავს სამი კორპორატიული კლიენტი და ოცამდე ფიზ. პირი.
იმისათვის რომ ამ სფეროში კომპანია გახდეს წარმატებული, საჭიროა ერთიანი, მძლავრი, მარკეტინგული კამპანია რისი თანხაც ერთობლივად არ გაგვაჩნია, ერთიანი თანხის არ ქონის გამო გვეკარგება საკმაოდ დიდი რესურსი ჩვენს საქმეშიც რადგან გადართულები ვართ მარკეტინგული საკითხების მოგვარებაზე რასაც ჩვენი რესურსი და ცოდნა უკვე აღარც ყოფნის.
შესაბამისად მსურს ვიპოვო ინვესტორი ვისაც წარვუდგენ მარკეტინგულ გეგმას რომელიც უკვე გაწერილია, შევჯერდებით და მოვილაპარაკებთ სამომავლო თანამშრომლობაზე.
გთხოვთ მომწეროთ დაინტერესების შემთხვევაში ან თუ ვინმე გამოცდილს გექნებათ რაიმე რჩევა გამიხარდება თუ გამიზიარებთ, ინტერნეტში იურიდიული მარკეტინგის შესახებ ქართული რესურსი ვერ მოვიძიე ხოლო ინგლისური და რუსული რესურსები მართალია გამოყენებადია მაგრამ ჩვენს რეალობას მაინც ნაკლებად ერგება.
|