სალომე ზურაბიშვილი წმინდა ნინოს გზის გასავლელად ემზადება
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი 1-ელ ივნისს წმინდა ნინოს გზის გავლას აპირებს.
ამის შესახებ პრეზიდენტმა ღონისძიებაზე სახელწოდებით „კულტურული მარშრუტები - საქართველო, ევროპა“ სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
ღონისძიებაზე კულტურულ მარშრუტებთან დაკავშირებით ისაუბრეს და ახალი მარშრუტები წარადგინეს.
ინფორმაციას პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.
"დღეს ევროპაში პილიგრიმობის გზით ბევრი ადამიანია დაინტერესებული და მეც ვაპირებ, 1-ელ ივნისს წმინდა ნინოს გზას გავივლი"
- აღნიშნა სალომე ზურაბიშვილმა.
https://imedinews.ge/ge/saqartvelo/107074/s...J43_fpuuK823FPA