ვმუშაობ ბანკში, ჰოდა ...
ვალუტის კურსის ერთ-ერთი ასეთ რყევისას მეზობელმა მკითხა - დოლარი მაქვს გადასახურდავებელი (რამოდენიმე ათასზე იყო საუბარი) და ერთი თვის მერე მჭირდება, შენ რას მირჩევ, ეხლა გადავახურდავო თუ მოვიცადოვო?
გულწფერალად ვუპასუხე, რომ ვერ ვურჩევდი ვერაფრს.
ეგ რო ვიცოდე, კურსი როდის აიწევს და როდის დაიწევს, მილიონერი ვიქნებოდითქო.
არ მიიღო ჩემი პასუხი და სერიოზულად ეწყინა. მე რას მიმალავ, ბანკში მუშაობ და ეგ როგორ არ იციო?!
This post has been edited by spider77 on 31 May 2019, 14:26