თურნავა: ვანო ჩხარტიშვილი არის ერთ-ერთი ჩემი მინისტრი, ვისთანაც 20 წლის წინ ვმუშაობდი
„მე ყოველთვის ქართულ ეკონომიკას ვემსახურებოდი და არა კონკრეტულ პოლიტიკურ ძალას ან კონკრეტულ მინისტრს,“ - ასე უპასუხა ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ ჟურნალისტის კითხვას, რომლის თანახმად, ოპოზიციის აზრით, თურნავა ეკონომიკის მინისტრად ბიზნესმენ ვანო ჩხარტიშვილის სურვილით დაინიშნა.
„მე დავინიშნე მხოლოდ პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით; სხვა რეკომენდატორი ამ თანამდებობაზე არ მყოლია. მე სხვადასხვა მთავრობის და მინისტრების დროს ვმუშაობდი, რაც უხერხულობას არ მიქმნის, იმიტომ რომ მე ყოველთვის ქართულ ეკონომიკას ვესაუბრებოდი და არა - კონკრეტულ პოლიტიკურ ძალას ან კონკრეტულ მინისტრს. ბატონი ვანო ჩხარტიშვილი არის ერთ-ერთი ჩემი მინისტრი, რომელთან ერთადაც მე 20 წლის წინ ვმუშაობდი“, - აღნიშნა თურნავამ.
ცნობისთვის: ვანო ჩხარტიშვილს 2000-2001 წლებში საქართველოს ეკონომიკის, მრეწველობის და ვაჭრობის მინისტრის პოსტი ეკავა და იმ პერიოდში თურნავა მინისტრის პირველი მოადგილე იყო.
გარდა ამისა, დღეს ჟურნალისტებმა ნათია თურნავას ჩხარტიშვილისა და „ეიპიემ ტერმინალ ფოთის“ საქმიან კავშირზეც ჰკითხეს, რაზეც მინისტრმა შემდეგი პასუხი გასცა:
„კონფერენციას ვანო ჩხარტიშვილი ესწრება და თქვენ შეგიძლიათ მას ეს შეკითხვა პირდაპირ დაუსვათ“, - განაცხადა თურნავამ წინანდალში კახეთის საერთაშორისო ბიზნეს ფორუმზე.
ავტორი: ლიკა გურაბანიძე
https://www.bm.ge/ka/article/turnava-vano-c...mushaobdi/34646
...ვინც არა ჰგავს კახაბერსა, მე ვერ ვიტყვი კახაბერად!!!..
,ერთ-ერთი მთავარი ნიშანი ბედნიერებისა არის აბსოლუტურად გამქრალი სურვილი იმისა, ვინმეს რამე უმტკიცო!"- ნ.მანდელა... <3