ამ თემაში ვსაუბრობთ იმ მისტიკაზე და უცნაურ ამბებზე რაც ჩვენს ცხოვრებაში ყოფილა.
ერთად ამოვხსნათ ბნელი სამყაროს საიდუმლოებანი.
დავიწყებ:
სადღაც 2 წლის წინ მქონდა ასეთი შემთხვევა - ყოველ ღამეს, როცა ვიძინებდი, დილით აივნის კარი მიხვდებოდა ღია.
ნუ მარტო ვცხოვრობ
თავიდან, სადღაც 2 3 თვე ამას არანაირი ყურადღება არ მივაქციე
მაგრამ მერე ხშირად მიწევდა ხოლმე აივნის გამოყენება და შევამჩნიე რომ ყოველდილით ღია მხვდებოდა.
ქარს დავაბრალე.
მერე ჩაკეტვა დავიწყე ამ კარის.
მაინც ღია მხვდებოდა.
ძლიერ ქარს და სუსტ საკეტს დავაბრალე
მერე კიდე დავიკიდე ერთი პერიოდი
ერთ დღეს ასეთი რამე ვქენი - კარი მივადგი
დილით სკამი გადაწეული დამხვდა, კარი ღია.
ერთ დღეს, ბევრი ვიფიქრე თუ ცოტა, ჭკუა ვიხმარე და კარი ღია დავტოვე
» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «
დაკეტილი დამხვდა დილით

ბოლოს რავი დავიკიდე, ხან ღია ეგდო ეს კარი ხან დაკეტილი, ზამთარში აივნის მოსაზღვრე ოთახის კარს ვკეტავდი და ეგ იყო(თვითონ იმ ოთახს თითქმის არ ვხმარობდი) მერე რავი რემონტის დროს მოიშალა ეს კარი და ამოლესა, კედელი ჯერ არ გაუღიათ.
ჯერ.
მოყევით თქვენი ისტორიებიც