ამას წინათ ვიყავი დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში ქალაქ დედოფლისწყაროდან 45 კმ მოშორებით ელდარის დაბლობის სიახლოვეს არის ასეთი სოფელი კასრისწყალი სოფელში ცხოვრობს დაახლოებით 200 კაცი 2014 წლის აღწერით კომუნისტების დროს 70 ან წლებში კარსიწყალში 1600 კაცი ცხოვრობდა და ეს სოფელი ითვლება საქართველოს სამხრეთ აღმოსავლეთის უკიდურეს დასახლებულ პუნქტად. მაგრამ ძალიან უცნაური სოფელია ეხლა რაში გამოიხატება უცნაურობა სოფელი კასრისწყალი დედოფლისწყაროდან დაშორებულია 45 კმ მაგრამ ადმინისტრაციულ ტერიტორიული დაყოფით ეკუთვნის ახმეტას ( ახმეტის მუნიციპალიტეტს ). რომელიც სულ ცოტა 160 კმ დაშორებითაა. კასრისწყალის მაცხოვრებელს რომ დასჭირდეს პასპორტის შეცვლა ან რაიმეს სხვა საბუთის ან ნებართვის აღება დედოფლისწყაროს ნაცვლად ახმეტაში უნდა ჩავიდეს ანუ უნდა გაიროს 160 კილომენტრი რაც ადგილობრივებისთვის დიდი პრობლემას წარმოადგენს ასევე ეს ხალხი გამწარებულია იმით რომ სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახურიც კასრიწყალში მცხოვრებთა დახმარებაზე უარს ამბობს. მიზეზი ის არის, რომ სოფელი ახმეტის მუნიციპალიტეტში შედის და შესაბამისად, მომსახურებაც ახმეტის რაიონის სამსახურებისგან უნდა მიიღოს.
კასრისწყალი მოსახლეობა წერილს წერილზე წერს საქართველოს ცენტრალურ მთავრობას და ''შეცდომის ''გასწორებას სთხოვენ ამ სოფლის მაცხოვრებლების თხოვნაა რომ კასრისწყალი დაექვემდებაროს დედოფლის წყაროს მუნიციპალიტეტს ასევე ითხოვენ გზის გაკეთებას და წყალს მაგრამ მთავარი მოთხოვნა მაინც ადმინისტრაციის დაყოფის შესწორებაა.
საქართველოს მთავრობა წლებია შეცდომის და ხარვეზის გასწორებას არ ცდილობს

რა გახდა ამის გამოსწორება ?
მოდერ ეს თემა არ დახურო ან არ გადაისროლო სადღაც რეგიონებში და ჯანდაბებში თემა პოლიტიკურია
This post has been edited by VIP Blogger on 3 Jun 2019, 22:08