ფილიპინების პრეზიდენტი როდრიგო დუტერტე ამბობს, რომ გეი იყო, თუმცა "განიკურნა". ამის შესახებ Newsweek-ი წერს.
როგორც ფილიპინების პირველი პირი იხსენებს მას ჰომოსექსუალური კავშირები თავის მომავალ მეუღლესთან შეხვედრამდე ჰქონდა. "დავიწყე ელისაბედ ზიმერმანთან შეხვედრა და ვთქვი ეს ისაა. ამის შემდეგ ისევ კაცი გავხდი,"- იხსენებს დუტერტე.
2016 წლის საპრეზიდენტო არჩევნებამდე დუტერტე ამბობდა, რომ ერთნაირსქესიანთა ქორწინების მომხრე იყო. თუმცა, კათოლიკური ქვეყნის პრეზიდენტად არჩევის შემდეგ მან პოზიცია შეცვალა.
გარდა ამისა, პრეზიდენტი დუტერტე მკაცრ ნარკოპოლიტიკას ატარებს, რის გამოც მას საერთაშორისო საზოგადოება აკრიტიკებს. ფილიპინებზე ნარკოდანაშაულთან ბრძოლა 2016 წლის მაისში დაიწყო. ამ პერიოდის განმავლობაში, ანტინარკოტიკული ოპერაციის ფარგლებში რამდენიმე ათასი ადამიანი დაიღუპა.
https://imedinews.ge/ge/msoflio/107498/pili...umtsa-ganikurna
მიმაგრებული სურათი (გადიდებისთვის დაუწკაპუნეთ სურათზე)