#54782502 · 9 Jun 2019, 09:45 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
მთავრობა ეუბნება ხალხს რომ ქვეყანა სწორი გზით მიდის და რპმ ევროპას უახლოვდება სტანდარტებით და რო რამე მეტიც ერთ ერთი მოწინავე ევროპული ქვეყანა გახდება საქართველო მალე...
იგი იუწყება...
შემცირებულია უმუშევრთა თუ გაჭვირვებულთა რაოდენობა მაშინ როდესაც მიგრაცია წლიდან წელზე უფრო და უფრო იმატებს და ცარიელდება ქვეყანა...
ამბობენ ქართველ ახალგაზრდებს საკმაოდ კარგი პერსპექტივა აქვთ საქართველოში და რომ თავისუფლად შესაძლებელია შესაბამისი სამუშაოს შოვნა იმ პირობებში როდესაც უნივერსიტეტები ყოველ წლიურად საშუალოდ 12-15 ათას უმაღლეს დამთავრებულს უშვებს მაშინ როდესაც ქვეყანაში 80% სამსახუროების მომსახურე სფეროებში იშოვება...
ამბობენ ქართული დიპლომი და განათლება მალე ევროპასა და ამერიკის დიპლომებს გაუთანაბრდება მაშინ როდესაც ქვეყანა ჯერ ევროკავშირშიც არ არის და ამასთან ერთად საერთაშორისო პარტნიორების არეალში წლებია დაიკარგა და ნაკლებად ინტერესდებიან საქართველოს ბედით...
ამბობენ რომ 2020 წლიდან პენსია 20 ლარით გაიზრდება მაშინ როდესაც ლარი დღითიდღე ისეთ გაუფასურებას განიცდის რომ დღევანდელი პირობით და მითუმეტეს ასეთი ტემპით თუ გაგრძელდა 2020 წლისათვის ეგ გაზრდილი 20 ლარი არაფერს არ შემატებს პენსიონერებს...
მოკლედ რომ ვთქვათ და შავაჯამოთ შედარებით კონტექსტში... მაშინ როდესაც ევროპას გადარებენ და მოწანევე ქვეყნებს, ისიც უნდა იცოდეთ რომ მაგალითისთვის ფინეთში ავტობუსის მძღოლს აქვს 3500 ევრო ხელფასი თვეში ხოლო იქაური პენსიონერი გარდა იმისა რომ საკუთარი პენსიით არაფერს იკლებს ჭამას სმა, დახურვის მხრივ, ამავდროულად იმდენსაც ახერხებს რათა გარკვეული ფული გადადოს და საზღვარგარეთაც დაისვენოს...
ზემოთ აღნიშნული ვითარებიდან გამომდინარე, ჩნდება კითხვა თუ რატომ არ გამოდის ამ მირაჟიდან ხალხი?!... რატომ იბოლებს თავს უკვე წლებია ცხოვრობს პარალელულ სამაყროში სადაც ყველაფერი ისეა როგორც ეუბნებიან და ჩასძახებენ მაშინ როდესაც ეს ყველაფერი ისე კი არ როგორც ჩასძახებენ ზემოდან არამედ ძალიან შორს არის იმ ყველაფრისგან რასაც მთავრობა ამბობს...
--------------------
ავე მე
|