Olasi
მართალი ხარ! პრინციპში მართალი ხარ!

    
ჯგუფი: Members
წერილები: 3493
წევრი No.: 51093
რეგისტრ.: 10-January 08
|
#54836521 · 20 Jun 2019, 09:58 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
დაწყება
კომბლეების აქცია. აქციაზე კომბლებით და ქამრებით მოსული ხალხი შუბლით შეასკდება პოლიციას. იქნება ძალიან მძიმე შეტაკება. სისხლით, გატეხილი თავებით და სამწუხაროდ მსხვერპლიც. იქნება ორი ან სამი შეტაკების ეპიცენტრიდან ცოტა მოშრობით ნაპოვნი საეჭვო ვითარებაში გარდაცვლილი ადამიანი. რა თქმა უნდა ვასაძე არ იქნება და არც ის დანარჩენი ნაგავი ვინც ჩანან.
შსს ავრცელებს განცხადებას, რომ მიმდინარეობს შიდა გამოძიება. დაკითხულია ოცი პოლიციელი, დაკავებულია 30-40 აქციის მონაწილე, რომლებიც ასევე დაკითხულია (უფრო გამოკითხული) და რომლებიც ხელწერილით არიან გამოშვებულები. (შეიძლება ერთი ან ორი არ გაუშვან)
განვითარება
შემდეგ დღეს კომბლების პოლიციის ათეულები თუ ასეულები დაიწყებენ დარბევებს. დაიწყებენ არასამთავრობოების ცარიელი ოფისების დარბევით. კამერების წინ, ღიად და დაუფარავად გააკეთებენ ამას. დალეწავენ ყველაფერს. გალახავენ დაცვის თანამშრომლებს.
შსს ავრცელებს განცხადებას, რომ მიმდინარეობს გამოძიება. დაკავებულია ათი დარბევის მონაწილე. ბრალი წაეყენა ორს. 1000 ლარიანი გირაოთი გამოშვებულები არიან ორივე. მედიაში და საზოგადოებაში პანიკაა. სოციალურ ქსელებში მიდის თავზე გადასხმა. ფრენდობის შეწყვეტები და ა.შ. ყველა არხზე (არა, ყველაზე არა. იმედზე და პირველზე არა) ტოქშოუებში მიმდინარეობს ცხარე დებატები. ხალხი ერთმანეთს ლანძღავს. რამდენიმე შოუში (უფრო ინგა გრიგოლიას რეაქციაში. იმიტომ, რომ ყველაზე დეგენერატებს იწვევს ხოლმე) ხელჩართული „გრუპავოი“ ჩხუბი გაიმართება. ინგა გამოცხადებს, რომ გადაცემის გაგრძელება შეუძლებელია და გაუშვებს რეკლამას.
ამავე ღამეს დაარბევენ უკვე კონკრეტულ ხალხს. ძირითადად ქალებს მიუვარდებიან სახლებში. სავარაუდოდ იმ ქალებს, რომლებიც ტოქშოუებში ლანძღავდნენ საპატრიარქოს და იცავენ „ელჭპიტიებს“. აქ უკვე კამერები აღარ იქნება. აქ უკვე ნადვილი ძალადობა იქნება, ძარცვებით, გალახვით და ალბათ მსხვერპლითაც. მოკლავენ ამ ქალების ოჯახებში მცხოვრებ კაცებს.
შსს ავრცელებს განცხადებას, რომ მიმდინარეობს გამოძიება. მაგრამ ამ ჯერად დაკავებული არავინაა.
დილით თბილისის ქუჩებში უკვე ვიხილავთ კომბლეების სახალხო პოლიციას. ხელში ეჭირებათ საქართველოს ძველი დროშები, ხატები და იარაღი. სავარაუდოდ მღვდლებიც იქნებიან მათთან ერთად.
ქუჩაში მასიურად დაიწყებენ უწყინარი ახალგაზრდების საქვეყნოდ დაჩაგვრას. ბიჭებს გალახავენ, გოგოებს ჯერ მხოლოდ შეურაცყოფას მიაყენებენ. მაგრამ უკვე პარასკვეს ღამეს თავს დაესხმებიან ბასიანიდან გამოსულ წყვილს. გააუპატირუებენ გოგოს და მოკლავენ ბიჭს. შაბათს ღამეს, კი გალერისთან გააუპატირუებენ გერმანელ ტურისტს და მოკლავენ ქართველ გოგოს რომელიც მას ახლდა. დაფიქსირდება ასეთი სამი ან ოთხი შემთხვევა. ამის გარდა პლეხანოვზე შევარდებიან ირანულ ბარში და დალეწავენ ყევალაფერს. მოკლავენ ირანელ კაცს. ამ მკვლელობას გადაიღებენ ტელეფონით და გაავრცელებენ.
შსს განაცხადებს, რომ მიმდინარეობს გამოძიება ამოღებულია ჩანაწერები აკმერებიდან და მიმიდიანრეობს ანალიზი. დაკავებული არავინაა.
მთავრობა
გამოდის კობახიძე. მშვიდად ამბობს, რომ პრობლემა არ არის სახელმწიფო ძლიერია და ასეთი გამოწვევების არ ეშინია. ყველაფერს აკონტროლებენ და დამნაშავეები დაისჯებიან. თმებს სულის შეიბერვით აიფორიაქებს და გაუჩინარდება.
გამოჩნდებიან ოცნების დეპუტატები. ძირითადად ამბობენ ერთს და იმავეს. რომ ისინი გმობენ ძალადობას რა თქმა უნდა და ეს კომბლეები დასაჭერები არიან. მარგამ მათი ნაწილი ასევე ამატებს, რომ ესმით კომბლეების, ვინაიდან არ შეიძლება გარყვნილების პროპაგანდა და იმათმა (გარყვნილებმა) ცოტა თავი უნდა შეიკავონ.
გადამწყვეტი მომენტი. რატო ხდებოდა ეს ყევალფერი სინამდვილეში
იმისათვის, რომ სრულად აღვიქვათ სიტუაცია უნდა გავიხსენოთ რამდენიმე კვირის წინ მომხდარი ამბავი, რომელიც ერთი შეხედვით უწყინარია, მაგრამ რომელიც სინამდვილეში გადამწყვეტი მოვლენების მომასწავლებელი იყო. ახალქალაქში პოლიციამ (პატრულმა) ძალის გამოყენებით დააკავა სომეხი ეროვნების მძღოლი, რომელიც არ დაემორჩილა პატრულის მითითებას. ამ მძღოლის დაკავებისას პოლიციას წინააღმდეგობა გაუწიეს ქუჩაში მყოფმა ამ მძღოლის ნათესავებმა და უბრალოდ გამვლელებმა.
მეორე დღეს პოლიციაში შევარდა შეიარაღებული სომეხი ეროვნების მამაკაცი, რომელმაც პოლიციელებს აგინა (!) და უვნებლად წავიდა. ამის მეტი ამ ინციდენტზე ინფორმაცია არ გავრცელებულა. გაითვალისწინეთ, რომ ამ პოლიციის განყოფილებაში მუშაობენ ძირითადად ქართველები.
/ვბრუნდებით აწმყოში/ მოკლედ ამავე პოლიციის განყოფილებას თავს დაესხნენ დაუდგენელი პირები, რომლებიც ერთმანეთში სომხურად ლაპარაკობდნენ. დაარბიეს პოლიციის განყოფილება აწამეს და მოკლეს პოლიციის უფროსი და მისი მოადგილე. ფანჯრიდან გადმოაგდეს პოლიციის თანამშრომელი გოგო, რომლიც ადგილზე გარდაიცვალა. დანარჩენი პოლიციელები დატყვევებულნი არიან. მოსახლეობა ითხოვს, რომ დატყვევებული პოლიციელები ლინჩის წესით გასამართლდნენ. თბილისში გამოჩნდებიან ის ფაშისტი ტიპები (აი დედისერთები რომ არიან) და დაარბევენ რამდენიმე სომხურ ოჯახს. ძალიან სასტიკად. მოკლავენ კაცებს, გააუპატიურებენ ქალებს და ბავშვებს. გამოდის ქაცარავა (ანტი ოკუპაცია მასტი. რა ქვია აღარ მახსოვს) და ამბობს, რომ ხალხი იკრიბება რათა გაათავისუფლოს სამცხე ჯავახეთი სომეხი სეპარატისტებისაგან. ამას აკავებენ.
ახალქალაქში აგზავნიან შსს სპეცრაზმს, რომელსაც ადგილზე ხვდება კარგად შეიარაღებული (ჯავშან ტექნიკით, რუსული ტანკებით და არტილერიით) აღჭურვილი ადგილობრივი ბოევიკები რომლებსაც ხელში უჭირავთ ამერიკული წარმოების ემ-16-ები და ტანკსაწინააღმდეგო ჭურვები, რომლებიც 2008-ში ქართული ბაზებიდან რუსებმა ორი კვირის განმავლობაში სრულად გაიტანეს. სპეც რაზმს ძლიან მალე პრაქტიკულად იმ დღესვე სრულად ანადგურებენ.
ჯავახეთში გადასროლილია რეგულარული არმია. თუმცა ადგილზე მისვლისას პირველივე დღეს წვევამდელების ნახევარი დეზერტირობს და გამორბის უკან თბილისში. მთელი ტექნიკა და შეიარაღება რჩება რამდენიმე დაუცველ ასეულს, რომლსაც ასევე ანადგურებენ ის ბოევიკები და მთელ შეიარაღებას იგდებენ ხელში.
პარალელურად სამხრეთ ოსეთში განლაგებული რუსული ჯარის ნაწილები კეტავს ავტობანს და მაგრდებიან გზის მიმდებარედ.
პარალელურად აფხაზეთის მხრიდან შემოდიან ვითომ აფხაზური არმია რომელსაც თან მოყვება კარგად შეიარაღებული ჩეჩენი საჯარისო ნაწილები. ჩეჩნებს ხელმძღვანელობს კადიროვი. იკავებენ სამეგრელოს და გურიას და საშინლად არბევენ მოსახლეობას. თბილისში ქაოსია. კომბლეების პოლიცია ბეზპრედელნიკობს. მათ ხელმძღვანელობს ვასაძე. ატყვევებენ პრაქტიკულად ყველა პოლიტიკოსს გარდა პრორუსულებისა. აეროპორტებში ქაოსია. თბილისში ყველა რეისი გავსებული. გარბიან ტურისტები და ქართველები. კობახიძე, ბახტაძე, რამდენიმე დეპუტატი და მინისტრი ევროპაში არიან მოლაპარაკებებზე. ვასაძე უთვლის, რომ აქ არ ჩამოვიდნენ თორემ დააკავებენ. ისინიც არ ჩამოდიან. კობახიძე თმას იჭრის და ევროპაში თვის ნათესავთან სახლდება. როგროც ამბობს დროებით.
დგება საგანგებო მდგომარების სამთავრობო კომისია, რომლშიც შედიან ვასაძე, კორკოტა, ბურჯანაძე, სუსის შეფი, ზურაბიშვილი და საპატრიარქოს წარომადგენლები.
პირველი გადაწყვეტილებით გადაწყდება, რომ კომბლეების სახალხო პოლიცია და ჩვეულებრივი პოლიცია ერთად განაგრძობენ მუშაობას. კომბლეების პოლიცია ცხადდება ოფიციალურ ორგანიზაციად. მასში ეწერებიან მოხალისეები. ძირითადად კრიმინალები. ძალიან მალე ჩვეულებრივი პოლიციის პოზიციას ასუსტებენ. დემონსტრატიულად აგდებენ პოლიციის განყოფილებებიდან და იქ მაგრდებიან.
ფინალი
ცხრა საათიანი კურიერი იწყება შვიდ საათზე. სპეციალური გამოშვება გვამცნობს, რომ სამთავრობო კომისიამ გადაწყვიტა, რომ მთავრობამ დაკარგა კონტროლი სიტუაციაზე და კომისია სრულად იღებს ქვეყნის მართვას თავის თავზე. გამოდის ვასაძე და ამბობ, რომ არავითარი პრობლემა არ არის. ჩატარდება ახალი რიგგარეშე არჩევნები სადაც ქართველი ერი აირჩევს მართლაც რომ ეროვნულ მთავრობას და იბერია ბოლოს და ბოლსო გაბრწყინდება. რომ ჩვენ ღვთისმშობლის წილხვედრი ქვეყანა ღმერთმა გადაგვარჩინა დიდი სისხლის ღვრას. კომისია უკვე მოელაპარაკა („კონფლიქტის მხარეებს“) რუსეთს და სომხეთს და რომ ყველა მხარის საჯარისო ნაწილები მზად არიან არჩვენების დასრულებისთანავე დატოვონ საქართველო. ასევე ვასაძე ამატებს, რომ არჩევნების დასრულებისთანავე სახალხო პოლიცია დაიშლება და მართლწესრიგის დაცვას განგრძობს ჩვეულებრივი პოლიცია, რომლიც უკვე არის ეროვნული და გადაგვარჩენს ყველანაირი გარყვნილებისაგან.
მორჩა ! ვსიო. . .
პს. ევროპა და აშშ რუსეთს დაუწესებენ სანქციებს, რომლითაც რუსეთს შეეზღუდება მარსზე და პლუტონზე მავალი მექანიზმების აღჭურვილობის და ვირის რძის წარმოება.
--------------------
სიმართლე სინათლესავითაა. ისე ვერ დამალავ, როგორც სინათლეს ვერ დამალავ სიბნელეში და რაც მთავარია, რაც უფრო მეტია სიბნელე - უფრო კარგად ჩანს.
|