დღეს ვიყავი ერთ-ერთ საავადმყოფოში.
თანხის გადასახდელად რომ მივედი, ჩემს წინ იდგა ასაკიანი ქალბატონი.
ქმარი ჰყავდა სასწრაფოს გადმოყვანილი და თურმე, რადგანაც მის ქმარს არ დაუდასტურდა ის დიაგნოზი, რომელსაც გადმოყვანამდე და გამოკვლევებამდე ვარაუდობდნენ, ამიტომ საყოველთაო დაზღვევით არც გადაყვანის და არც გამოკვლევების თანხა, რაც დაახლოებით 200 ლარს შეადგენდა არ ანაზღაურდებოდა.
მაშინ, როდესაც ცოლ-ქმრის პენსია ჯამში 400 ლარს შეადგენს, 200 ლარამდე თანხა საავადმყოფოში უნდა დაეტოვებინა, მხოლოდ დიაგნოზის დაუდასტურებლობის გამო.