ფავორიტები, ვარსკვლავები - რა უნდა ვიცოდეთ ქალ ფეხბურთელთა მსოფლიოს ჩემპიონატზე
ფავორიტები, ვარსკვლავები - რა უნდა ვიცოდეთ ქალ ფეხბურთელთა მსოფლიოს ჩემპიონატზე სანდრო მისირელი
ფავორიტები, ვარსკვლავები - რა უნდა ვიცოდეთ ქალ ფეხბურთელთა მსოფლიოს ჩემპიონატზე
დღეს ქალ ფეხბურთელთა შორის მსოფლიოს ჩემპიონატი იწყება
რომელი გუნდია ფავორიტი? ვინ არიან ვარსკვლავები?
ყველაფერი, რაც ქალთა მუნდიალის შესახებ უნდა იცოდეთ
დღეიდან, საფრანგეთში ქალ ფეხბურთელთა რიგით მერვე მსოფლიოს ჩემპიონატი იწყება. ტურნირი მასპინძელი საფრანგეთისა და სამხრეთ კორეის ნაკრები გუნდების მატჩით დაიწყება და 7 ივლისამდე გაგრძელდება. ფინალი სწორედ 7 ივლისს, ლიონის სტადიონზე გაიმართება. ლიონის გარდა, მატჩები გრენობლში, ლე ავრში, მონპელიეში, ნიცაში, პარიზში, რეიმსში, რენსა და ვალანსიენში შედგება.
გამოკითხვა
ვინ მოიგებს ?
საფრანგეთი
ფრე
სამხ.კორეა
ფავორიტები
ქალთა ფეხბურთში ყველაზე ძლიერი ნაკრები აშშ-ს ჰყავს. ამერიკელები წლებია, დომინირებენ და მოქმედი ჩემპიონებიც არიან. მსოფლიოს წინა ჩემპიონატზე (2015), რომელიც კანადაში გაიმართა, აშშ-ის ნაკრებმა ფინალში იაპონია 5:2 დაამარცხა. აღსანიშნავია, რომ ერთმანეთს 2011 წლის ტურნირის ფინალშიც აშშ და იაპონია შეხვდნენ, ოღონდ მაშინ მსოფლიო თასი იაპონელებმა მოიგეს.
გერმანია მსოფლიოს ორგზის ჩემპიონია (2003, 2007) და ტრადიციულად, ძლიერი გუნდი ჰყავს
გერმანია მსოფლიოს ორგზის ჩემპიონია (2003, 2007) და ტრადიციულად, ძლიერი გუნდი ჰყავს
ქალ ფეხბურთელთა შორის პირველი მსოფლიოს ჩემპიონატი 1991 წელს, ჩინეთში გაიმართა და პირველი გამარჯვებულიც აშშ-ის ნაკრები იყო. საერთო ჯამში, ამერიკელები მსოფლიოს 3-გზის ჩემპიონები არიან. მეორე ადგილზეა გერმანია - 2 ჩემპიონობით. ქალთა მუნდიალი ერთხელ აქვთ მოგებული იაპონიას და ნორვეგიას.
საფრანგეთის ნაკრები
საფრანგეთის ნაკრები
აშშ-ის ნაკრების გარდა, ჩემპიონობის კანდიდატებს შორის მოიაზრებიან საფრანგეთი და ინგლისიც. ცნობისათვის, ინგლისის ქალთა ნაკრების მთავარი მწვრთნელი მანჩესტერ იუნაიტედის ყოფილი ფეხბურთელი ფილ ნევილია. ფრანგებს ნაკრებში ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებული ლიონიდან 7 ფეხბურთელი ჰყავთ. ტიტულისთვის ბრძოლა ასევე შეუძლიათ გერმანიას, ევროპის ჩემპიონ ჰოლანდიას და კანადას. 24-გუნდიან ჩემპიონატში ბევრი აუტსაიდერიცაა - მაგალითად, ტაილანდის ნაკრები, ან იამაიკელი გოგონები, რომელთა მეტსახელია Reggae Girlz.
იტალიის ნაკრები საშუალო დონის გუნდია
იტალიის ნაკრები საშუალო დონის გუნდია
მსოფლიოს ჩემპიონატი საუკეთესო ფეხბურთელის გარეშე
ქალთა ფეხბურთში დღეს საუკეთესო მოთამაშე ნორვეგიელი ადა ჰეგერბერგია. იგი 23 წლის გახლავთ და მისი დამსახურებაა, ლიონმა ჩემპიონთა ლიგა რომ მოიგო. სამწუხაროდ, მსოფლიოს ჩემპიონატი საუკეთესო ფეხბურთელის გარეშე ჩაივლის - ოღონდ, ამის მიზეზი არა ადას ტრავმა, არამედ მისი პროტესტია! ნორვეგიელის აზრით, ქალთა ფეხბურთს სათანადო პატივს არ სცემენ. ჰეგერბერგი მუნდიალს პროტესტის ნიშნად ტოვებს. არადა, მასთან ერთად ნორვეგიის ნაკრები საკმაოდ ძლიერი იქნებოდა და, შესაძლოა, ტიტულისთვის ებრძოლა. ჰეგერბერგის გარეშე კი გუნდი სუსტია. თანაც, კონკურენტებს თავიანთი ვარსკვლავები ჰყავთ.
ადა ჰეგერბერგი მსოფლიოს საუკეთესო ქალი ფეხბურთელია
ადა ჰეგერბერგი მსოფლიოს საუკეთესო ქალი ფეხბურთელია
მაგალითად, აშშ-ის ნაკრები საფრანგეთში საუკეთესო შემადგენლობით ჩავიდა. მართალია, ცოტა ხნის წინ, ფეხბურთის საკუთარ ფედერაციას ამერიკელმა გოგონებმაც უჩივლეს (დისკრიმინაციაში ადანაშაულებენ), მაგრამ მსოფლიოს ჩემპიონატზე თამაშზე უარი არცერთმა ფეხბურთელმა არ თქვა. აშშ-ის ნაკრების ლიდერი 29 წლის თავდამსხმელი ალექს მორგანია.
Players to watch - ვის დავაკვირდეთ
ცუდია, რომ ადა ჰეგერბერგი მსოფლიოს ჩემპიონატზე არ თამაშობს, მაგრამ არიან სხვა საინტერესო მოთამაშეებიც. ზემოთ ამერიკელი ალექს მორგანი ვახსენეთ, რომელიც ქალთა ფეხბურთში აბსოლუტური ტოპ-ვარსკვლავია. მუნდიალზე უკანასკნელად ითამაშებს ამერიკელი კარლი ლოიდი, რომელიც მსოფლიოს 2015 წლის ჩემპიონატის საუკეთესო ბომბარდირი იყო.
მარტა უკვე 33 წლისაა
მარტა უკვე 33 წლისაა
ტურნირზე ასევე ითამაშებს ბრაზილიელი მარტა, რომელიც მსოფლიოს 6-გზის საუკეთესო ფეხბურთელია და რომელიც უკვე 33 წლისაა. საფრანგეთის ნაკრების მთავარი ვარსკვლავები ამანდინ ანრი და ვენდი რენარი არიან. გერმანიის ნაკრების ლიდერი ჯენოფერ მაროსანია, რომელიც ასევე ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულ ლიონში თამაშობს. საინტერესო ფეხბურთელები არიან საკი კუმაგაი (იაპონია), ლიკე მარტენსი (ჰოლანდია) და სამ კერი (ავსტრალია).
მსოფლიოს ჩემპიონატის გოლეადორები (TOP 10)
1. მარტა (ბრაზილია) - 15 გოლი
2. ბირგიტ პრინცი (გერმანია) - 14
3. ები უომბაკი (აშშ) - 14
4. მიშელ ეკერსი (აშშ) - 12
5. სუნ ვენი (ჩინეთი) - 11
6. ბეტინა ვიგმანი (გერმანია) - 11
7. ან-კრისტინ ორიონესი (ნორვეგია) - 10
8. ჰაიდი მორი (გერმანია) - 10
9. ლინდა მედალენი (ნორვეგია) - 9
10. კრისტინ სინკლერი (კანადა) - 9
https://popsport.com/article/13122-pavorite...txsqQU4GLPbGKlU