ე.ი. ბალი 6ლ, გარგარი 6ლ, კარგი მარწყვი 6ლ,ვაშლატამა 6ლ...
გამაგებინეთ,ეს 6ლ რა არის,რა ხდება,სტავკაა ასეთი?
საქართველოში ბალი 6-7ლ რომ ეღირება,რა უნდა თქვას ადამიანმა?!
თითო-თითო კილო რომ იყიდო ხილი, აზრზე ხართ რა ჯდება?
ესაა ცხოვრება?
საერთოდ,როგორ ცხოვრობს ეს ხალხი ვერ გამიგია.
ბავშვობა გაიხსენეთ,იდო,იდო,იდო ბალი თუ ალუჩა,მარწყვი,ატამი...
ლპებოდა,არავინ იყო მჭამელი... თუ არ გამირეცხავდნენ,დამიჭრიდნენ და დამიდგამდნენ
ჭამა მეზარებოდა.
აბა,ახლა შეიძინეთ მამასისხლად ხილი და დაალპეთ!
კაშმარ!