ნაღდი ქალაქელი და ყარაჩოღელი გურუ-ძიას ნაამბობიდან
***
...ომის შემდეგ, ზამთარში მამიდაჩემს ვესტუმრე სარატოვშიო. ქმარი იქაური ჰყამდა, ნაადრევად დაქვრივდა და მარტო ცხოვრობდა კომუნალურშიო. გავიხედე და საღამოს მეზობელი გოგოები დაბრუნდნენ ფაბრიკიდან, ისეთი მურიანები და ჩუმაზები ზედ არ შეეხედებოდათ, მაგრამ რო იბანავეს ისეთი ფითქნა და ვარდისფერები გახდნენ, იტყოდი თვალი მამცა და მაყურებინაო! არაყი და მანდარინა ჩატანილი მქონდა, მაგრამ მაინც ჩაველ გასტრანომში და ლახათლუქიმი და შამპანიური ამოვარბენინეო. დავსხედით სუფრაზე გავიცანი ტყუპი დები, ტოსტებიც შევსვით და ვხედამ ერთი და ლაპარაკობს, მეორე კი დარცხვენილივით ჩუმად ზის და არაფერს ამბობს. ცოტა ხანში, ამ მხიარულმა დამ მოიბოდიშა, ჩემ პაკლონნიკს უნდა შევხვდე კინოში მივდივართოო და დაგვტოვა. კარებამდე სინანულით გავაცილე, მეთქი ბედი რა ვთქვითქო, მაგრამა ოთახში რო დავბრუნდი, ვხედამ ეს მეორე და უჟე ტიტლიკანა არ მელოდება?! ... ჰო და შეველ თუ არა, აეგრევე ფაშატივით ჭიხვინით შემამახტა და წელზე ფეხები შემომაჭდოო. მეც მეტი რა მნდოდა, შემოვძახე მიდდი ბიძოო და ულაყი გავაჭენე ბრძოლის ველზეო, რუსული ცუდად მესმოდა და მთელი ღამე ჭყლოპინებდა თუ რას ამბობდა ვერაფერი ვერ ვერ გავიგეო. დილით რო გამამეღვიძა, დები უჟე ფაბრიკაში წასულიყვნენ, ხოლო მაგიდაზე სმეტანა, პჩენია და წერილი დამხვდა ... "Сергей дорогой,твбе от моей сестри огромное спасибо"-ო! ...
***
//P.S. მოგვიანებით მამიდაჩემისგან შავიტყვე, ერთი და თურმე მუნჯი ყოფილაო, მაგრამა ჭყლოპნით ორთავენი ისე ერთნაირდ ჭყლოპინობდნენ, ერთიმეორისაგან კომპოზიტორიც ვერ გაარჩევდაო...თუმცაღა მადლობის მეტი რა მეთქმის, იგეთები იყვნენ როგორც კაკლი-მურაბაო! //
***
...ესენი კიდე - "დღეს სამსახურშიო"! ... სამსახური არა ტოროლა, სანამ დრო გქვთ კაკლი-მურაბა მიირთვით, ოღონდ ჩაიც დააყოლეთ!
This post has been edited by Stalker2005 on 18 Aug 2019, 08:31