ოკუპანტი მემორიალურ დაფაზე
ივნისი 06, 2019
საბჭოთა ტერორის მსხვერპლის, მიხეილ ლევანდოვსკის, მემორიალური ნიშანი, რომელიც თბილისში დამონტაჟდა, დისკუსიის საგანი გახდა. ლევანდოვსკი, მართლაც, რეპრესიებს შეეწირა, მაგრამ მანამდე ის მე-11 არმიის სარდალი იყო, მონაწილეობდა საქართველოსა და აზერბაიჯანის ოკუპაციაში.
საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორია (SOVLAB)ახორციელებს კამპანიას „უკანასკნელი მისამართი“. კამპანიის ფარგლებში სახლებზე მაგრდება იმ ადამიანების მემორიალური ნიშნები, რომლებიც საბჭოთა ტერორს შეეწირნენ. 2 ივნისს თბილისში, ნიკო ნიკოლაძის ქუჩა N 7-ში, პატარა დაფამიხეილ ლევანდოვსკის სახელზეც განთავსდა.
რა ვიცით ამ ადამიანზე?
მიხეილ ლევანდოვსკი ჩაბმული იყო რევოლუციურ მოძრაობაში. ბოლშევიკური გადატრიალების შემდეგ მონაწილეობდა კრასნოვის ამბოხისა და დონის კაზაკთა აჯანყების ჩახშობაში. 1918 წელს შეუერთდა წითელ არმიას. 1919 წელს მე-11 არმიის სარდალი გახდა. მონაწილეობდა საქართველოსა და აზერბაიჯანის დემოკრატიული რესპუბლიკების ოკუპაციაში.
ლევანდოვსკი 1938 წლის 30 ივლისს დახვრიტეს. მიზეზი „წითელ არმიაში ტროცკისტული, სამხედრო-ფაშისტური შეთქმულება“ იყო. რეაბილიტირებულია 1956 წელს.
SOVLAB-ის მკვლევარი ირაკლი ხვადაგიანი ამბობს, რომ, მიუხედავად ლევანდოვსკის ბიოგრაფიისა, ის მაინც ტერორის მსხვერპლია და მემორიალურ ნიშანზეც ამიტომ დაიტანეს. ამასთან, ეს არ არის მემორიალური დაფა, ტრადიციული გაგებით. ეს არის ტერორის მხვერპლთა სახელების აღმნიშვნელი დაფა, ყოველგვარი შეფასების გარეშე.
„ეს საქმე მიზნად ისახავს ვიცოდეთ, ვინ არიან ეს ადამიანები, და შეფასებები მერე ყველას ინდივიდუალური ექნება. სამწუხაროდ, საზოგადოება მიჩვეულია ასეთ დამოკიდებულებას: გმირი ან უცხო მტერი. ამ ჩარჩოს იქით ვერ მიდის. არადა, ეს ჩარჩო ვერ ერგება 1937 წლის მასობრივ ტერორს... ამ ადამიანების (მსხვერპლთა) რანჟირება დღეს უკვე არაეთიკური იქნება“, - ამბობს ირაკლი ხვადაგიანი.
თბილისის მერიის კულტურის საქალაქო სამსახური ამ საკითხთან დაკავშირებით აცხადებს, რომ შესაბამისი კომისია მიხეილ ლევანდოვსკის თემას კიდევ ერთხელ დაუბრუნდება და ხელმეორედ განიხილავს. კომისია თხოვნით მიმართავს SOVLAB-ს, წარმოადგინოს თითოეული ადამიანის (ტერორის მსხვერპლის) ბიოგრაფია, რათა ის ისტორიკოსებმაც შეისწავლონ.
https://www.radiotavisupleba.ge/a/29984853.htmlMisha Bakhtadze
16 სთ.
დამოუკიდებელი საქართველო. 2019 წელი. თბილისი ნიკო ნიკოლაძის ქუჩა. მიხეილ ლევანდოვსკი 1920 წლის აპრილ-მაისში მე-11 არმიის სარდალი. მისი არმიის შენაერთებმა დაიპყრეს დამოუკიდებელი აზერბაიჯანი და სამი კვირა გვებრძოდნენ წითელ და ფოილოს ხიდებთან. 1921 წლის თებერვალ-მარტში სარდლობდა მე-9 არმიას და გვიტევდა აფხაზეთის მხრიდან. მერე მიახვრიტეს მისნაირებმავე. პიროვნულად დიდ პატივს ვცემ მათ ვინც ახორციელებს პროექტს "უკანასკნელი მისამართი". მათ ბევრი კარგი პროექტი აქვთ განხორციელებული დემოკრატიულ რესპუბლიკაზე. მით უფრო მიკვირსა რომ იმ კაცის სახელი ამოტვიფრეს დაფაზე ვინც სწორედ დემოკრატიული რესპუბლიკა დაამხო. ვისი მკვდარიცაა იმან იგლოვოს. ჩემთვის კატეგორიულად მიუღებელია ლევანდოვსკის მსგავსი ხალხისთვის პატივის მიგება (დაფის გაკვრა რაღაც სახით მაინც პატივის მიგებას გავს).
Lado Mirianashvili
2 სთ. ·
თბილისის ერთ-ერთი შენობის კედელზე საქართველოს დამოუკიდებლობის აქტიური დამსამარებლის ხსოვნის უკვდავსაყოფად მემორიალური დაფა განთავსდა. მართლაც, უცნაური ხალხი ვართ ქართველები. ამ გაუგონარ ფაქტთან ერთად ყურადღებას იპყრობს ისიც, რომ წარწერა, ქართულის გარდა, რუსულადაცაა შესრულებული. ნუთუ ესაც რუს ტურისტებზეა გათვლილი?

დიდება გმირებს! კი ქართველი ვარ მარა სულით რუსი ვარ რა! მიყვარს ეს რუსეთი და რუსული ძაალა მიყვარს რა!_ გაიფიქრა ავტორმა.
გილოცამთ
This post has been edited by Saturn on 7 Jun 2019, 14:49
არა არს დაფარულ...