#54784959 · 9 Jun 2019, 20:41 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
ყველა ნაბიჯზე ესეთი სიტუაციაა დღეს საქართველოში.
თუ კანონს არ არღვევს მოხელეს შეუძლია ნახევარი ბიუჯეტი პრემიებით გაზიდოს სახლში და ზიდავს. თუ კანონი ავალდებულებს მოსამართლეს შეუძლია ადამიანს ცხოვრება დაუნგრიოს. თუ კანონს არ არღვევს პირს შეუძლია იმაზე დიდი უმსგავსობა ჩაიდინოს რასაც კანონი კრძალავს თუ რეგლამენტს არ არღვევს პარლამენტარს შეუძლია სხდომაზე ეძინოს ან ნარდი ითამაშოს, თვის ბოლოს კი ჩვენ ხელფასი გადავუხადოთ.
არც იმაშია გამოსავალი, რომ რაღაცეები კანონით შევზღუდოთ რადგან ამ შემთხვევაში მეორე საფთხე დგება, როცა დაისჯებიან კანონით ისინი ვინც არ უნდა დაისაჯონ.
არც ის არის კარგი როცა კანონი რაღაცას არ კრძალავს და თავზე იჯვავენ.
რა უნდა ვქნათ ამ შემთხვევაში?
როცა საზოგადოება მზად არაა არაფრისთვის, მაგალითად თუ ცხადად ხედავს მისი წარმომადგენელი პარლამენტში მხოლოდ ხელფასის ასაღებად დადის არაფერი პროტესტი არ აქვს, და მეორეთაც აირჩევს.
როდის გაიზდება საზოგადოება იქამდე როცა სხდომაზე ნარდის მოთამაშე პარლამენტარზე იმხელა პროტესტი ექნება, რომ პარლამენტარს მოუწევს მანდატის დათმობა? ან როდის ვეღარ გაბედავენ ვიღაცეები იმის თქამს რომ რახან კანონი აძლევს ამის საშუალებას უნდა გააკეთოს, მიუხედავად იმისა რომ ცხადად ჩანს რომ არასწორად იქცევა. ან როდის გვეყოლება ისეთი მოსამართლე რომელიც ადამიანი იქნება და არა კანონზე მორჩილი რობოტი.
This post has been edited by manuchari123456 on 9 Jun 2019, 20:44
|