გამარჯობა ყველას!
მამაჩემს და პრინციპში მთელ სოფელს ქარელის რაიონში (ალბათ ყველას ყველგან) აქვთ პატარ-პატარა მეურნეობები. ეზოში რაღაც მოყავთ, ცდილობენ გაფართოებას, მოკლედ როგორც ხდება ხოლმე ხოიცით.
რა ხდება ახლა. ცოტა ხნის წინ მთხოვა ინტერნეტში მოძებნე გადასარგავი პარკებიო. თბილისში ყიდიან ხოლმე, მაგრამ ყოველთვის აქვთ ცოტა და ხშირად ძვირი გამოდის ჯამში.
ვეძებე და ვიპოვე ჩინურ საიტებზე ბევრი მსავსი:
https://www.alibaba.com/product-detail/PE-b....4b104e01sabdnMვეძებთ ფაქტობრივად ზუსტად ასეთებს რაც ამ ბმულშია.
პრობლემა არის ის რომ გამოწერისას,. თუნდაც 50 ათასის გამოწერაზე ვიფიქრო, გამოდის საკმაოდ ძვირი ტრანსპორტირება და ა.შ. როცა აქ წერია 1 ცალი 1ცენტი, რეალურად 10 თეთრსაც სცდება ხშირად ყველა ხარჯის გათვალისწინებით. + განბაჯებაც ხომ არის გადასახდელი.
ვინმემ თუ იცით სად შეიძლება შევიძინოთ და რა ფასად? (არის ვარიანტი რომ თურქეთშიც იყიდებაო)
ძალიან დამეხმარებით თუ მირჩევთ რამეს. მადლობელიც დაგრჩებით ყველანაირად.