https://presa.ge/?m=society&AID=75657წელს, შავი ზღვის სანაპიროზე დამსვენებელთა უსაფრთხოებაზე მაშველი გოგონებიც იზრუნებენ. ქალებს ზაფხულის მიმდინარე სეზონზე პირველად მიეცემათ შესაძლებლობა, რომ საზღვაო მაშველები გახდნენ.
როგორც ირკვევა, წლევანდელ საზღვაო სეზონზე მაშველად მუშაობის სურვილი 9 გოგონამ გამოთქვა.სპეციალური გადამზადების შემდეგ, გოგონებს შესაძლებლობა ეძლევათ, წყალზე მაშველის პოზიციაზე სეზონურად დასაქმდნენ, გრძელვადიანი თანამშრომლობის პერსპექტივით.
შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურსა და ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიას შორის გაფორმებული თანამშრომლობის მემორანდუმის საფუძველზე, მაშველის პოზიციის დაკავების მსურველი ახალგაზრდები სპეციალურ მომზადებას გაივლიან და მაშველისთვის აუცილებელ უნარ-ჩვევებს გამოიმუშავებენ. ასევე, მათ ჩაუტარდებათ პირველადი სამედიცინო დახმარების გაწევისთვის საჭირო კურსი, რის შემდეგაც ანაზღაურებად სამსახურს მიიღებენ.
თუმცა, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ცნობით, საზღვაო აკადემიის 9 სტუდენტის გარდა, მაშველად დასაქმების სურვილი კიდევ არაერთმა ქალმა გამოთქვა, თუმცა უწყება ამ ეტაპზე მათი შერჩევის პროცესშია.
რამდენი აპირებთ თავის დახრჩობას წელს?