ბრაზილიის სასამართლომ ჰომოფობია და ტრანსფობია რასიზმის დონის დანაშაულად სცნო
2019-06-15 14:42:00
ბრაზილიის უზენაესმა სასამართლომ ოფიციალური გადაწყვეტილებით ჰომოფობია და ტრანსფობია რასიზმის დონის დანაშაულად სცნო.
მიუხედავად იმისა, რომ ერთსქესიანთა ქორწინება ქვეყანაში დაშვებულია, ითვლება, რომ ლგბტ საზოგადოება ბრაზილიაში მაინც იდევნება.
განსაკუთრებით გამოირჩევა ამ მიმართულებით ქვეყნის პრეზიდენტი ჟაირ ბოლსონარუ, რომელიც ცნობილია თავისი ჰომოფობიური და ქალთმოძულე გამონათქვამებით. გარდა ამისა ქვეყანაში მოქმედებს დიდი "ევანგელისტური საზოგადოება", რომელიც არატრადიციული ორიენტაციის ხალხის წინააღმდეგ აგრესიით გამოირჩევა.
უსენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებით, ქვეყნის პარლამენტს ევალება სპეციალური კანონი მიიღოს ჰომოფობიის წინააღდეგ, ხოლო სანამ ეს მოხდება, ანტიჰომოფობიური მუხლები რასიზმის შესახებ კანონში შეიტანოს.
http://www.newposts.ge/wap.php?l=G&ID=207420