
ფოთლებს ვსერჩავდი რისი ჭამა შეიძლებოდა და ყველაზე ახლოს ლილიასთვის მქონდა თვალი მოკრული, დილით რომ ვნახე ოღონდ ფოტოზე როგორც არის მასე იყო, გაშლილი იყო, ახლა რომ მივედი ყველას შეკრული ქონდა ფოთლები, დამალულები იყვნენ, ეძინათ, მზე რომ ჩავიდა გაშლილები დაიხურა შემდეგი მზის ამოსვლამდე, ეძინათ, მე კი მივედი ერთ ცალს თავი მოვაგლიჯე და გავიყბისძირე.
როგორც ადამიანს ღვიძავს და ძინავს ისიც მასე იძინებდა. მე კი მივედი და ძილში მოვკალი და შევჭამე. არადა ვითომ კარგ საქმეს ვაკეთებდი, ფოთლებს შევჭამ, ფულს დავზოგავ მეთქი.
ხილის გარდა არაფრის ჭამა არ შეიძლება. სხვა ყველაფრის ჭამა უბრალოდ ცივსისხლიანი მკვლელობაა და სხვა არაფერი. ხილს რომ ჭამ მერე ჯვამ მის თესლს და იმ ხილსაც ეგ უნდა სწორედ რომ ჭამო მერე მოჯვა და იმ მოჯმულიდან თესლი გაღვივდეს და გამრავლდეს ასე ხილად იქცეს ხილი შვილი დედა ხილს დაემსგავსოს და მერე ისიც შეჭამონ და მოჯვან. ხილს ეხმარები და სხვა ყველაფრის ჭამა ბოროტებაა, ბოსტნეულის და ფოთლების ჭამა ბოროტება და მკვლელობაა, ფოთოლსაც რომ ჭამ ამით ქურდავ ხეს ტანსაცმელს ხდი, როცა გაიხდის კი მან იცის, შემოდგომაზე თავისი ნებით იხდის და ძალადობა არ გამოდის, მაგრამ შენთვის განა იხდის, მიწის გასანოყიერებლად იხდის. მიწაზე ჩამოგდებულ ფოთოლს თუ აიღებ ქურდობაა ეგეც. ჭამო უნდა ხილი მხოლოდ რომ თავისუფალი სინდისი გქონდეს და ღამე მშვიდად გეძინოს.