#54825934 · 18 Jun 2019, 12:11 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
QUOTE (JurLab @ 17 Jun 2019, 23:36 ) | კოლეგებო დიდად ვალში დაგრჩებით პრაქტიკულ რჩევას თუ მომცემთ ☺️ მოკლედ 9 წლის წინათ ჩვენს კლიენტ მილიონერსა და თურქ მილიონერს შორის არსებობდა სახელშეკრულებო ურთიერთობა რომელიც ჩვენმა მილიონერმა დაარღვია. თურქმა მიმართა სასამართლოს და მილიონერის მიწას დაედო ყადაღა. ამასობაში ჩვენი მილიონერი დიდი ხნით წავიდა საქართველოდან. თურქმა აიღო სააღსრულებო ფურცელი მაგრამ აღსრულებისთვის არ მიუმართავს ისე დაბრუნდა სახლში. ახლა საქართველოში დაბრუნდა ჩვენი მილიონერი და სურს ამ მიწის გაყიდვა მაგრამ ყადაღა ისევ ადგილზეა. როგორ მოვხსნათ ყადაღა ისე რომ უშუალოდ თურქთან ურთიერთობა არ გვქონდეს? ამ უკანასკნელზე კლიენტი კატეგორიულ უარზეა |
სამწუხაროდ ძალიან მარტივად აღწერთ ქესის. კარგი იქნებოდა დაგეწერათ რა ურთიერთობა არსებობდა მხარებს შორის, სასამართლომ რა დააკისრა მხარეს ან რის უზრუნველსაყოფად გამოიყენება ყადაღა უძრავ ქონებასზე და ა.შ
როგორ ვხვდები ამ ქართველს უცხოელის მიმართ სასამართლოს მიერ დაეკირა რაღაც X ვალდებულების შესრულება და ქონებაზე ყადაღა უზრუნველყოფს უცხოელის მიმართ არსებული ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფას.
გამოსავალი არის ორი: 1. უცხოელი მიმართავს სასამართლოს და მოითხოვს ყადაღის - მოთხოვნის უზრუნველყოფის ღონისძების გაუქმებას და სასამართლო განჩინებით დააკამაყოფილებს აღნიშნულს.
2. ის რაც სასამართლო გადაწყვეტილებით დაეკისრა ქართველ მილიონერს , ამ პირმა უნდა შესრულოს ( თუ შესრულება ეხება ფულად თანხებს უნდა გადუხადოს ან მისი დეპონიერება მოახდინოს) ვალდებულება და შემდგომ სასამართლოს (.რომლემაც დაადო ყადაღა) მიმართვას და წარუდგენს ვალდებულების შესრულების დოკუმენტაციას და მოითხოვს უზრუნველყოფის ღონისძიების ყადაღის გაუქმებას.
--------------------
ვაი დამარცხებულთ!
ყოველმან ხემან რომელმან არა გამოიღოს ნაყოფი კეთილი, მოეკუეთოს და ცეცხლსა დაედვას.
|