ვლადიკავკაზში ცხინვალის საფეხბურთო ნაკრების წევრებს ცეცხლი გაუხსნეს
ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის საფეხბურთო ნაკრებს, რომელიც მთიან ყარაბაღში ჩატარებული არაღიარებული ქვეყნების საფეხბურთო ჩემპიონატის გამარჯვებული გახდა, სახლში დაბრუნების დროს, ვლადიკავკაზში ცეცხლი გაუხსნეს.
არსებული ინფორმაციით, დაპირისპირების მიზეზი გახდა ის, რომ ფეხბურთის ვლადიკავკაზელმა ქომაგებმა ტოტალიზატორში თანხა ცხინვალის გუნდის წინააღმდეგ დადეს და დაახლოებით 140 000 რუბლი წააგეს. თვითმხილველების მიერ გადაღებული სროლის ამსახველი ვიდეო ადგილობრივმა მედიამ გაავრცელა.
„ბიჭების თქმით, მათ მიიღეს სმს-შეტყობინება, უცენზურო გამონათქვამებით. საუბარი იყო არა რომელიმე კონკრეტულ ფეხბურთელზე, არამედ მთელ ნაკრებზე. ბიჭებს სურდათ ამ შეტყობინების ავტორთან გასაუბრება, მათთან კი შეიარაღებული ჯგუფი მივიდა“, – განაცხადა ზასეევმა.
ConIFA-ს ეგიდით ჩატარებულ ევროპის ჩემპიონატში ე.წ. სამხრეთ ოსეთის ნაკრებმა პირველად გაიმარჯვა. 9 ივნისს, სტეფანაკერტის სტადიონზე, მათ „დასავლეთ სომხეთის“ ნაკრები დაამარცხეს.
დამოუკიდებელი საფეხბურთო ასოციაციების კონფედერაცია (onIA) 2013 წელს დაფუძნდა და 25-ზე მეტ იმ არაღიარებული ქვეყნების საფეხბურთო გუნდებს აერთიანებს, რომლებიც FIFA-ს წევრები არ არიან.
https://reginfo.ge/people/item/15008-vladik...ur6Y2OjT7tpARP8
არა არს დაფარულ...