BuTroSS_buTroSS_GaLI
მგეზავი

      
ჯგუფი: Members
წერილები: 10000
წევრი No.: 88738
რეგისტრ.: 13-April 09
|
#54810336 · 15 Jun 2019, 01:27 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
მოგესალმებით.
დიდი შესავლის გარეშე, შემიძლია ვთქვა ბევრი რამ, დაუფარავად.
უკვე დღეს ყველა ვთამაშობთ გახსნილი კარტებით.
ყველა ერთმანეთს ვიცნობთ, ყველამ ერთმანეთი ვიცით, ვიცით ვინ რას მალავს კარადაში.
ამ მომენტამდე, ბევრი თანაუგრძნობდა ლგბტ პირებს, გულშემატკივრობდა დისტანციურად, თუმცა მათი სიხარულის გასაზიარებლად [მათი სიხარული არის მათივე იდენტობა რომელსაც გვაფეთებენ სხვებს და სურთ რომ გავიზიაროთ] რაც მოიაზრება "პრაიდის" შინაარსში ზოგ შემთხვევაში ალმაცერად ან ნეიტრალურად ვუყურებდით, წიპა - "ხო მე კარგი მე არ აღმაფრთოვანებს თქვენი თმებიანი სხეული შემდგარი ქუსლებზე, მაგრამ გაქვთ იმის უფლება რომ მის დემონსტრირებას ახდენდეთ. თუ გცემენ - დავგმობ ინტ. სივრცეში, თუ არა ოკ.
აი ეს ადამიანები ვინც მეტ-ნაკლებად ნეიტრალურად არიან ან არც ისე დიდი სიმპატიით არიან ლგბტ პირების მიმართ განწყობილნი - უნდა მიხვდნენ რომ დღევანდელი აქცია მათი სიხარულის (პრაიდის) გაზიარება კი არ იყო, არამედ მათი სურვილი რომ ცხოვრობდნენ სეკულარულ სახელმწიფოში სადაც რელიგიური ორგანიზაცია არ კარნახობს სახელმწიფოს რა ზომები მიიღოს ამა თუ იმ შემთხვევაში.
ეს ადამიანები რომ შეიკრიბონ და გააპროტესტონ საქართველოს საფეხბურთო ნაკრების მარცხი დანიასთან 1:5, ამ შემთხვევაშიც კი აგრესიული ჯგუფები არ მისცემენ უფლებას თავისუფალი შეკრებისა და თავისუფლად პროტესტის გამოხატვის საშუალებას, ვიმეორებ სულ რომ დიამეტრალურად შორს იყოს ის საპროტესტო თემა დაშორებული ამ ადამიანების გენდერისა და იდენტობისგან.
თუ აქამდე მივიჩნევდით მათ დაბალ ღობედ - რომ კაიი ნუ მოდი მაინც ნუ ავიყვანთ იმ ხარისხში მათ(ლგბტ პირების) მიმართ ძალადობას, როგორც სხვა დანარჩენ ჯგუფის შემთხვევაში ავიყვანდით ეს აღარ გამოვა. ამ ადამიანებს თავიანთი იდენტობის გამო სიხარულის გამოხატვა კი არ აუკრძალეს(რაც ჩვენნაირ ქვეყანაში გასამართლებელი არა მაგრამ გასაგებია, გრუზიაა რა ჯერ კიდევ), არამედ შუა ზაფხულში გვალვის მიმართ გამოხატული პროტესტი აუკრძალეს.
ანუუუ ყველა გრძელთმიან/კასიჩკიან ბიჭს, მწვანე ან წითელ შარვლიანს, პირსინგით, რომელიც შეიძლება იყოს ჰეტერო, მათ ჯგუფური შეკრება და საკუთრი პროტესტის გამოხატვა აკრძალული აქვს.
ეს არის უკიდურესი დონე.
რა ხდება შემდგომ:
პოლიტიკური პარტიების გასაგონად ვამბობ:
ვადუღებთ ბოლომდე სიტუაციას, ანონსდება დიდი აქციები, აქციებზე რაც შეიძლება მეტი და მრავალფეროვანი სახე უნდა მივიდეს- პირსინგიანი, გრძელთმიანი, მოკლე თმიანი, ჭაღარა, ლექტორი, სტუდენტი, რექტორი, მწერალი, სცენარისტი, სპორტსმენი...
საქართველოში იზღუდება არა ლგბტ პირების გამოხატვის თავისუფლება, (რომელთა ანალოგიაც გვაქვს განვითარებულ ქვეყნებში, ბრიტანეთში 1კვირის წინ ლესბი წყვილს სცემეს ავტობუსში) არამედ იზღუდება ყველანაირი ტიპის პროტესტი. ხაზგასმით
ყ ვ ე ლ ა ნ ა ი რ ი.
ამიტომ პარტიებს, რომელთათვისაც აქამდე, წამგებიანი იყო მხოლოდ ლგბტ პირების დაცვა, მივმართავ მიჰყევით უკვე ისედაც, თქვენს გარეშე გაზრდილ არეალს, დღეს ეს პროტესტი აღარ არის მხოლოდ ლგბტ პირების (რომელთა დაცვისაც გეშინიათ, რათა მორწმუნე ამომრჩევლების ხმები არ დაკარგოთ)
ეს საპროტესტო არეალი არ მოიცავს მხოლოდ ლგბტ პირებს - ეს მოიცავს ყველა გრძელთმიან ბიჭს, ყველა მწვანე ან წითელ შარვლიან ბიჭს, ყველა ხუთოსანს და სკოლაში კარგად მოსწავლეს, ყველა საკუთარი უნარებითა და შრომით გამდიდრებულ ბიჭს, კაცს, ყველა კანონმორჩილს..
ყველა ნორმალურ, წესიერ, მშვიდობიან, კანონმორჩილ, თავისუფალ ადამიანს.
ყველა ოპოზიციური პარტია იქნებით არარაობები, თუ ამ მასობრივ პროტესტს პოლიტიკურ პატრონაჟს, ხელმძღვანელობას და მიმართულებას არ მისცემთ!
პოლიტიკური პარტიები პოლიტიკაში არიან ის რაც არის - უძრავ მოძრავ ქონებაში მაკლერები, მუსიკაში დჯ-ი და პროდუსერები, ფეხბურთში სკაუტები და მენეჯერები.
თქვენით არ იწყება მოვლენები, მაგრამ დაწყებული მოვლენების სწორად, პოლიტიკური გზით განვითარება თქვენი მოვალეობაა! თქვენ ამისთვის ბიუჯეტიდან ფინანსდებით!
იმოქმედეთ!
--------------------
This is Mirza Papuna Davitaia the best Georgian ever born. (C) Renny Harlin
|