La_La_Landწერილი - შეკვეთლი წერილი ნიშნავს, რომ რაღაც ფინანსური პრობლემა ძველ მეგობრობას ჩაგიშლით. გოგონასთვის ეს იმის მაუწყებელია, რომ მას შესთავაზებენ მისი მორალისთვის შეუფერებელ ფინანსურ უზრუნველყოფას. შეყვარებულს ეს სიზმარი აფრთხილებს, რომ რჩეული მას ღალატობს.
ანონიმური წერილი შეურაცხყოფაზე მიანიშნებს. თუ სიზმარში თავად წერთ ანონიმურ წერილს, ეს თქვენი მეტოქისადმი ეჭვიანობაზე მიანიშნებს, რომელიც თქვენ თავზე უკეთესად მიგაჩნიათ. უსიამოვნო ამბავი წერილში–ავადმყოფობას მოასწავებს. კარგი ამბავი–პირიქით, ბევრ სასიამოვნო მოვლენებს.
მწვანე ან სხვა ფერის ქაღალდზე დაწერილი წერილი წარუმატებლობას და სიყვარულში გაცრუებას ნიშნავს. ლურჯი მელანი–სტაბილურობისა და მყარი გრძნობების ნიშანია, წითელი–ეჭვიანობა და განშორებაა. თუ გოგონა სიზმარში შეყვარებულს უმალავს წერილს–მას მეტოქე გამოუჩნდება.
თუ სიზმარში ვინმემ წერილი წაგართვათ, ცხადში შეეცდებიან ჩირქი მოგცხონ. თუ წერილს ვერ კითხულობთ, თქვენი რეპუტაცია შეილახება. თუ ცდილობთ ვინმესთვის წერილის წართმევას, მაშინ ცხოვრებაში ცუდი ამბები შეგემთხვევათ.
შავ, სამგლოვიარო ჩარჩოში ჩასმული წერილი ავადმყოფობას ან ახლობლის გარდაცვალებას ნიშნავს; თეთრი ასოები შავ ფონზე–მოწყენილობა დაგეუფლებათ და მას მეგობრები გაგიქარწყლებენ; თუ სიზმარში ცოლი ან ქმარი გაძლევთ წერილს–განქორწინება გელით. შეყვარებულებს ეს სიზმარი ჩხუბს უქადის.
თუ სიზმარში წერთ წერილს, ე.ი. ვიღაცას გაკიცხავთ და შემდეგ ინანებთ. გახეული წერილი შეცდომების დაშვებას ნიშნავს. წერილის ხელში დაჭერა იმის მაუწყებელია, რომ თქვენ უსამართლოდ მოექცევით ახლობლებს. თუ ხშირად გესიზმრებათ, რომ წერილს ღებულობთ მეგობრისაგან, ცხადშიც ასე მოხდება.
Artistსაინტერესოდ ახსენით და ამ დროს მეც ახალი დემონები მოვჩხრიკე ნაცარ ქექიასავით

ისე შენ რასაც ხსნი მე ნაკლებად მაღელვებს ცნობადობა უბრალოდ მომავალ თაობას უტოვებ შეტყობინებას რომელიც არც თუ ისე ბევრია ნათარგმნი