დღევანდელი გეოპოლიტიკის განხილვა ტექნოლოგიების გააზრების და მათი ჩვენ ცხოვრებაში გათვიცნობიერების გარეშე უფრო რთული ხდება და რეალობას თანდათან ცილდება.
იცვლება 2 პოლუსის დრო და უფრო რთული და ჩახლართული ხდება გეოპოლიტიკა ვიდრე ოდესმე.
ფრაზა, “მონაცემები ახალი ნავთობია”, დღითიდღე პოპულარული ხდება. კომენტატორები და მკვლევარები ამ შედარებით ახალი ციფრული ეპოქის ახსნას ცდილობენ. ნავთობი დიდი ხნის განმავლობაში გლობალური ეკონომიკის მთავარი საქონელი იყო: მისი გამოყენებით შესაძლებელი გახდა თანამედროვე სატრანსპორტო სისტემები, ლოჯისტიკა, მასობრივი წარმოება, თანამედროვე ცხოვრების წესი, ერთი სიტყვით – თანამედროვე ცივილიზაცია, ნავთობი გეოპოლიტიკური რეალობის დღის წესრიგსაც იკავებდა, როგორც ახალი ომებისა და ალიანსების, სტაბილურობისა და დესტაბილიზაციის წყარო. ამგვარად, როცა ვამბობთ, რომ მონაცემები ახალი ნავთობია, ვგულისხმობთ, რომ სამყარო კარდინალურად შეიცვალა: ახლა თანამედროვე ცივილიზაციის გულისგულში მონაცემებია. ამ მტკიცების ნათელსაყოფად სხვადასხვა სახის სტატისტიკური მონაცემებს მოვიშველიებთ.
ერთ–ერთი ასეთი სტატისტიკა საბაზრო კაპიტალიზაციაა. საბაზრო კაპიტალიზაციით ყველაზე მდიდარი კომპანიების ათეულიდან პირველ შვიდ პოზიციას ტექნოლოგიური, ციფრული კომპანიები ინაწილებენ. სია ასე გამოიყურება: Apple, Amazon, Alphanet(Google-ს მფლობელი ჰოლდინგი), Microsoft, Facebook და ჩინური ტექ. გიგანტები – Alibaba(Amazon-ის ანალოგი) და Tencent(Facebook-ის ანალოგი). Apple-მა 2018 წლის აგვისტოში საბაზრო კაპიტალიზაციის ისტორიულ მაჩვენებელს მიაღწია – ამ უკანასკნელმა 1 ტრილიონ დოლარს გადააჭარბა. ტექ. კომპანიების წილი ამერიკის მთლიანი საბაზრო კაპიტალიზაციის რაოდენობის 25%-ს შეადგენს. ბოლო 5 წლის განმავლობაში ამერიკულ ფირმებთან ერთად ჩინურმა ტექნოლოგიურმა გიგანტებმაც მოახერხეს 20 ყველაზე ძვირადღირებულ ინტერნეტ კომპანიებს შორის მოწინავე პოზიციების დაკავება. როგორც გრაფიკზე ჩანს, დღეს ოცეულში ამერიკული კომპანიების რიცხვი 11-ა ხოლო ჩინურისა – 9, მაშინ, როდესაც 2013 წელს იმავე სიაში ორი ჩინური და ცხრა ამერიკული კომპანია იყო. ბოლო 5 წლის განმავლობაში ტოპ-20 ინტერენტ–კომპანიის საერთო საბაზრო ღირებულება ოთხჯერ, 1.4 ტრილიონიდან 5.7 ტრილიონ დოლარამდე გაიზარდა
აქვე სრული სტატია ვისაც დაგაინტერესებთ :
https://plasmacollective.wordpress.com/2018...MIn1trXNbUX3fCo This post has been edited by BVviper on 9 Nov 2018, 15:44