https://fortuna.ge/skandali-witeli-ckhvireb...-daupirispirda/სკანდალი “წითელი ცხვირების” ქველმოქმედების გარშემო – აკა სინჯიკაშვილი თეონა ბაღდავაძეს დაუპირისპირდა
პოპულარული
სკანდალი “წითელი ცხვირების” ქველმოქმედების გარშემო – აკა სინჯიკაშვილი თეონა ბაღდავაძეს დაუპირისპირდა
აკა სინჯიკაშვილი წერს ე.წ. წითელი ცხვირების საქველმოქმედო კამპანიის შესახებ. მოგეხსენებათ, ეს იყო კამპანია, როცა წითელი ცხვირები ქველმოქმედების მიზნით იყიდებოდა, შეგროვებული თანხა კი აკა სინჯიკაშვილს უნდა გადასცემოდა, რომელიც მიწის ყიდვას აპირებდა გაჭირვებულებისთვის. როგორც აკა წერს, თეონამ თანხის ნაწილი მიითვისა…
გთავაზობთ პოსტს:
“სულ ყველაფერზე მნიშვნელოვანი განცხადება!!!!!!!!!!!!!! ამ წლის იანვარში დამიკავშირდა მარკეტინგის მენეჯერი Tayona Bagdavadze და შემომთავაზა საქართველოში ჩაგვეტარებინა საერთაშორისო საქველმოქმედო აქცია Red Nose Day Georgia. აიღო ყველანაირი ფინანსური და სხვა დანარჩენი პასუხისმგებლობა და მე მთხოვა დახმარება ამ ყველაფრის ორგანიზებაში. მთლიანად შეგროვილი ფული უნდა გადმოეცა ჩემთვის და მე ამ ფულით უნდა მეყიდა მიწა, რომელზეც უნდა ამეშენებინა შენობა სოციალურად დაუცველთათვის. ამ კამპანიის დამთავრებისას ანუ ზუსტად ერთი თვის შემდეგ, გუშინდელ დღემდე მეუბნებოდა რომ არ არის სრულად ფული ამოღებული ყველა ქსელიდან და ცოტა ხანს დამეცადა.
გუშინ დამიბარა თავისთან ოფისში, რომელსაც ესწრებოდა რამდენიმე ადამიანი და მითხრა რომ სულ კამპანიიდან შეგროვდა 75000 (
http://www.ambebi.ge/faceambebi/204990-the...mthkhovdaq.htmlთეონა ბაღდავაძე აკა სინჯიკაშვილს კონტრბრალდებით პასუხობს: "ამ პოსტის არდადების სანაცვლოდ 40 ათას ლარს მთხოვდა"
ცნობილი პიარ-მენეჯერი თეონა ბაღდავაძე აკა სინჯიკაშვილს ბრალდებას "ფეისბუქზე" გამოქვეყნებული პოსტით პასუხობს. მისი განმარტებით, აკა სინჯიკაშვილს Red Nose Day Georgia-დან შემოსული თანხიდან იმაზე მეტი გადაეცა, ვიდრე შეთანხმებული იყო. როგორც ბაღდავაძე წერს, მის მიმართ გაჟღერებული ბრალდებების შემდეგ აპირებს სასამართლოს მიმართოს, ასევე აკა სინჯიკაშვილს ის კამპანიიდან აღებული 35000-ის დაბრუნებას სთხოვს.
"მინდა გამოვეხმაურო Akaa Sinjikashvily პოსტს Red Nose Day Georgiaსთან დაკავშირებით. კამპანია არის სრულიად ჩემი ინიციატივა და სათაო ოფისთან ხელშეკრულება მე მაქვს ვინც მიცნობს, იცის რამდენი წელი ვცდილობდი ამ კონტაქტზე გასვლას.
ხაზგაზმით ვამბობ, რომ აღნიშნული კამპანიის ჩატარების უფლება მოიპოვა მხოლოდ ჩემმა კომპანიამ.
ვეძებდი კეთილშობილ ბენეფიციარს. წლევანდელი წლისთვის, ჩვენს მიერ კამპანიის ერთ-ერთ და არა ერთადერთ პარტნიორად შერჩეულ იქნა აკა სინჯიკაშვილი.
მოლაპარაკება ასეთი იყო, უნდა გაგვეყო შემოსული თანხა სამ ტოლ ნაწილად. ერთი ნაწილი აკას ინიციატივას, მეორე ნიკუშა დვალაძეს და მესამე სათაო ოფისისთვის. ( მედიაც ამას ადასტურებს ლინკი იხილეთ ქვემოთ), დღეს ამბობს, რომ ეს თანხა სრულად მისთვის უნდა გადაგვეცა.
რეალურად აკას შემოწირულობის სახით გადავეცით ბევრად მეტი, ვიდრე იყო შეთანხმებული. ამასთანავე გვინდა აღვნიშნოთ, რომ ყველა ფინანსური ოპერაცია იყო ღია და გახსნილი აკასთვის და შესაბამისად მისთვის თანხის გადაცემის მომენტამდე ცნობილი იყო შემოსული თანხის ოდენობა.
აკამ ეს არ იკმარა და მთხოვდა არარსებული თანხის გადაცემას, ამბობდა, რომ არ აინტერესებს საბუთები და ამ პოსტის არდადების სანაცვლოდ მთხოვდა 40 ათას ლარს.
შევთაზავეთ, რომ აუდიტს გაექარწლებინა, მისი ეჭვები და შემდეგ გაგვესაჯაორებინა ეს ფაქტი, რომელიც ორივეს უხერხულ მდგომარეობაში გვაყენებს. თავს შევიკავებ მეტი დეტალის გახმაურებისგან, ფაქტობრივი მტკიცებულებებით სასამართლოს მივმართავ.
გარდა ამისა, ვთხოვ აკას, რომ დააბრუნოს 35 ათასი ლარი, რომელიც მიიღო ამ კამპანიისგან და ჩვენ ავაშენებთ მის მიერ დაპირებულ თავშესაფარს, არაუგვიანეს 2017 წლის ნოემბრისა.
იურიდიულად და ადამიანურად ამ საქმეს გამართლება არ აქვს, ასე
Advertisement
რომ ისარგებლა რა მისი ფბ აუდიტორიით, ასეთი ცილისმწამებლური პოსტი დადო. ვწუხვარ რომ ამ კეთილშობილურ კამპანიას და ჩვენს მიზანს ასეთი ტალახის სროლა მოყვა, თუმცა მივმართეთ საგამოძიებოს სამსახურს დამოუკიდებელ აუდიტს და შედეგებს ძალიან მალე შეგატყობინებთ. ყველაზე მძიმე ამ სიტუაციაში არის იმედგაცრუება, რომელიც აკასგან მივიღეთ, დანარჩენს აუცილებლად მოევლება" - წერს თეონა ბაღდავაძე "ფეისბუქზე" გამოქვეყნებულ პოსტში.
აკა სინჯიკაშვილი, რომელიც "ფეისბუქ" საზოგადოებაში საქველმოქმედო აქტივობით არის ცნობილი, ცნობილ პიარ-მენეჯერს თეონა ბაღდავაძეს სკანდალურ ბრალდებას უყენებს. საქმე ეხება საქველმოქმედო აქცია Red Nose Day Georgia-ს და აქციიდან შემოსულ თანხებს. როგორც სინჯიკაშვილი წერს, ბაღდავაძემ კამპაანიიდან შემოსული თანხის ნაწილი მოიპარა.
This post has been edited by bochormeli on 17 Jun 2017, 09:47