სალამი ყველას. პირველ რიგში ფორუმზე ამ მოდელზე სიდი ვერაფერი მოვიძიე. თუ თემა არის და მე ვერ ვნახე, მომიტევეთ
მოკლედ, შევიძინე Nissan Pathfinder SE მოდელი, 2009 წლის გამოშვება, 2.5 ტურბო დიზელი (მექანიკა).
1) პირველი, ყველაზე კარგი, რაც შეიძლება გავაკეთო ეს არის ძრავის ზეთის შეცვლა (გარბენის მიხედვით უწევს). მოკლედ, მაინტერესებს რა ზეთი ვიყიდო, რადგან გამიგია, რომ ტურბინას შედარებით ხარისხიანი ზეთი ჭირდებაო. იქნებ ვინმემ რამე მირჩიოთ. პ.ს. რამდენი ლიტრი ზეთი მიდის ძრავში, ეგეც მაინტერესებს.
2) ზეთის ფილტრის შეცვლა. ახალი ზეთის ფილტრის ყიდვისას რა გავითვალისწინო? რას მივაქციო ყურადღება?
3) საწვავის ფილტრი, ანალოგიურად აქაც იგივე კითხვა მაწუხებს.
4) გადაცემათა კოლოფის ზეთის შეცვლა რამდენად მნიშვნელოვანია? და მირჩევთ თუ არა ამას?
5) ანალოგიურად ხიდების ზეთების შეცვლა რამდენად ღირს და რას მირჩევთ?
მადლობა წინასწარ.