ევროკავშირი უვიზო რეჟიმის გაუქმებით იმუქრება
თავშესაფრის მოთხოვნის გაზრდილი რაოდენობის გამო, ევროკავშირი მკაცრი ზომების მიღებით იმუქრება.
როგორც ევროკავშირის მიგრაცის კომისარმა დიმიტრის ავრამოპოლუსმა გაზეთ Funke-თან ინტერვიუში განაცხადა, ევროკავშირთან უვიზო რეჟიმის მქონე სახელმწიფოების მოქალაქეების მხრიდან ადგილი აქვს თავშესაფარზე მოთხოვნის საგრძნობლად გაზრდას და თუ ეს პროცესი მომავალშიც გაგრძელდება, ევროკავშირთან მათ უვიზო რეჟიმი შეუწყდებათ.
საუბარია, დასავლეთ ბალკანეთისა და ლათინური ამერიკის ქვეყნებზე, საიდანაც ევროკავშირში ბოლო პერიოდში მასობრივი მიგრაცია შეინიშნება.
ევროკომისარმა აღნიშნა, რომ "ამ პრივილეგიის დაცვა და მოფრთხილება, სწორედ აღნიშნული ქვეყნების მთავრობების პასუხისმგებლობაა".
შეგახსენებთ, რომ გასულ კვირას ევროპული მედიის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ევროკავშირში თავშესაფრის მაძიებელთა რაოდენობა რეკორდულად გაიზარდა. კერძოდ, ევროკავშირის ქვეყნებში 2019 წლის იანვრიდან აპრილის ჩათვლით, თავშესაფარი 206 500-მა ადამიანმა მოითხოვა, რაც გასული წლის ამავე პერიოდთან შედარებით 15%-ით მეტია. ლტოლვილად ჩაბარებული ყოველი მეოთხე ადამიანი კი, ევროზონაში უვიზო რეჟიმით არის ჩასული.
ავტორი: მიხეილ ხაჩიძე
https://www.bm.ge/ka/article/evrokavshiri-u...imuqreba-/35484 * * *
კონკრეტულად საქართველო არაა ნახსენები, მაგრამ თუ სხვას გაუუქმა, ალბათ ჩვენთვისაც გააუქმებს

//////////
ისე კი დავხურავ თემას.
ისედაც გახშირდა ევროპის გინება
...ვინც არა ჰგავს კახაბერსა, მე ვერ ვიტყვი კახაბერად!!!..
,ერთ-ერთი მთავარი ნიშანი ბედნიერებისა არის აბსოლუტურად გამქრალი სურვილი იმისა, ვინმეს რამე უმტკიცო!"- ნ.მანდელა... <3