ლატენტური გეები და ტრანსგენდერები მეორეხარისხოვანია, მე უფრო დიდ და მასშტაბურ პრობლემას ვხედავ.
რაც არ უნდა სირაქლემას პოზა დავიჭიროთ როგორც საზოგადოებამ, ერთი რამ ფაქტია -> ლიბერალიზმი და მართლმადიდებლობა ერთად ვეღარ არსებობენ და ან ერთი უნდა აირჩიო ან მეორე.
რელიგიაა უკვე ლიბერალიზმი -> თავისი საკრალური ელემენტებით, ღმერთით მეცნიერების სახით, მსოფლმხედველობით და სამყაროს ახლებური ხედვით.
გლობალიზაციით როგორც ამქვეყნიური სამოთხისკენ სწრაფვით და ბევრი სხვა თემით, რომელიც წინააღმდეგობაში მოდის ქრისტიანობასთან და ზოგადად ტრანსცენდენტის იდეასთან.
ამ პირობებში თან იყო მართლმადიდებელი და თან ლიბერალი არ გამოდის. კი ბატონო ჰუმანიზმი და ყველაფერი, მაგრამ როგორ უნდა გადაუხვიოს ჩვენმა ეკლესიამ
თავისივე ფუნდამენტისგან და აღიაროს ლგბტ თემა როგორც ბუნებრივი მოვლენა ან იოგას მსგავსად რაღაც სპირიტუარულ ელემენტად ჩაეკვეხოს ლიბერალიზმშივე, აბსურდია

იდეალურ ქრისტიანულ საზოგადოებაში სადაც ლგბტ ცოდვაა და ყველა მორწმუნე - თვითონვე გვარდება ეგ პრობლემა. ეი ერთის მხრივ აგრესია არ არის იმიტომ რომ ქრისტიანი
არ ძალადობს სხვა ქრისტიანზე და მეორეს მხრივ თვითონ ლგბტ აცნობიერებს რა რომ ცოდვილია, ინანიებს და ამის აფიშირებას არ ახდენს. ამის იქეთ ვერ წავა რელიგია და ლიბერალიზმი
კიდევ რომლისთვისაც ლგბტ საკრალური ელემენტია და ალბათ უმთავრესი, ზოგადად ცხოველური ინსტინქტები - გეუბნება რომ ყველა 78 გენდერი და still counting თანაბარი უფლების მქონეა.
ისმის კითხვა რა ვქნათ, რომელს მივენდოთ, რომელი ავირჩიოთ, სად ჯობია.
უფლებები ავირჩიოთ და მივყვეთ ლიბერალიზმს თუ მოვალეობები და ქრისტიანებად დავრჩეთ. აქ არჩევანი უნდა გაკეთდეს და სირაქლემას პოზა არ გამოვა.
ამიტომ ამ გაურკვევლობაში და იდეოლოგიების ქაოსში ჩნდება აგრესიაც, რომელიც შეიძლება ფაშიზმამდეც კი ავიდეს და ამას ვხედავთ 17 მაისიდან, როგორც სანიშანსვეტო თარიღიდან მოყოლებული.
პლიუს ამას ქართველი რომლისთვისაც რელიგია მისი ეროვნული თვითშეგნების ნაწილია (ჩემთვის მაგალითად) ვერ ეგუება ახალ რელიგიას ლიბერალიზმის სახით.
ჩვენ გვაქვს 100,000 მოწამის და სხვა ბევრი რელიგიის ფანატიზმამდე მისული სიყვარულის მაგალითები. ეი ოდითგანვე რეზისტენტულები ვიყავით, ვართ და ვიქნებით ამ
რელიგიის ჩანაცვლების მცდელობებისას და ყველაფერზე ვართ ალბათ წამსვლელები. ამიტომ ამ ყველაფრის მოხაშრვა ლატენტური გეების კომპლექსად არ გამოვა და ცოტა არასწორიც არის.
ჩემი აზრით თუკი გვაქვს დემოკრატია და ლიბერალიზმისვე ენით რომ ვილაპარაკოთ - გვაქვს უფლება ვიყოთ "ყლეები" ან "ბნელები", უნდა ჩატარდეს რეფერენდუმი სადაც ქართველი ერი
იტყვის თავის სათქმელს და გააკეთებს არჩევანს -> უფლებებსა და მოვალეობებს შორის
This post has been edited by DATO1 on 17 Jun 2019, 15:28
ა, ეგია სიმონ, მეტი კი არაფერი.. (C) ფრანც კაფკა
Cette entreprise est remplie à ras bord avec des enculés irréalistes (C) შარლ მორის ტალეირანი
სამაიმუნოდ გვაქვს საქმე ?! (C) ჰერბერტ სპენსერი
ნწ ნწ, რა თაობა მოდის ?! W.B. იეიტსი
დააკელი აგური - არ მოგხვდება ამხან'აგური (C) ვალტერ გროპიუსი