უფრო ფუნდამენტალურ საკითხებზეა აქ ბრძოლა და საუბარი, ვიდრე რაღაც პრაიდზე...
ლიბერალიზმის და მართლმადიდებლობის ბრძოლაა კულისებს უკან ჩემი დაკვირვებით, მიზეზი კიდევ შეიძლება
დღეს პრაიდი იყოს და ხვალ გეი ქორწინება და ზეგ ლგბტზე ბავშვების აყვანის დაკანონება ანუ ოდესმე მაინც მოხდებოდა და
შეუძლებელია რომ არ მომხდარიყო.
აგრესიას რა იწვევს ანუ რატომ დარბის ეს ხალხი ქუჩაშI -> იმიტომ რომ ისინი თავს გრძნობენ ლიბერალურ ტოტალიტარიზმში.
როდესაც უმრავლესობას არ ეძლევა საშუალება მათი აზრი და ხედვა დაფიქსირდეს კონსტიტუციაში, ეგ აღარ არის დემოკრატია
და რადგან ეს ხალხი ხედავს რომ არამარტო მათი აზრი არ ფიქსირდება, არამედ ლიბერალები კიდევ უფრო ღრმა თემებს აფიქსირებენ
და ამატებენ, ბუნებრივია გრძნობენ საფრთხეს და ახალი რელიგიის მიმართ ქართველი ყოველთვის რეზისტენტული იყო.
ანუ უნდა მოხდეს არჩევანის გაკეთება ლიბერალიზმსა და მართლმადიდებლობას შორის. რა იქნება ჩვენი პარადიგმა სამომავლოდ,
როგორი მსოფლმხედველობით იცხოვრებს ქართველი და აღიქვამს სამყაროს მომავალში: ლიბერალურად თუ მართლმადიდებლურად

იქამდე სულ დაპირისპირება იქნება, იმიტომ რომ აღარ გამოდის ამ ორის თანაცხოვრება. ან ერთი დამარცხდება ან მეორე..
---
იდეაში არჩევანიც დიდი ხნის გაკეთებულია და ფორმალობაა ნებისმიერი რეფერენდუმი ჩემი აზრით.
ქრისტიანობა იმდენად ღრმა ფილოსოფიაა რომ თავის თავში და საზღვრებში ლიბერალიზმსაც მოიცავს, მაგრამ ლიბერალიზმისგან
განსხვავებით აქ არის ჩადებული არამარტო უფლებების არამედ ვალდებულებების მომენტიც.
შედეგად ქრისტიანულ ფილოსოფიაზე მორგებული კონსტიტუცია და ცხოვრების სტილი იმაზე მეტად "ლიბერალურია" ვიდრე ის
ლიბერალიზმი რომლისკენაც ჩვენი ლიბერალები მიიწევენ, მაგრამ მათ უნდათ ეს ყველაფერი ღმერთის გარეშე და არა ღმერთთან ერთად

აი ამ განსხვავებას ვხედავ მე დღეს ჩვენს საზოგადოებაში და ამიტომ ვითხოვ დროულ არჩევანს. ან ვართ ათეისტური ქვეყანა და
ვაშენებთ ბაბილონის გოდოლს ან ვაღიარებთ მესამე განზომილების არსებობასაც და ვაცნობიერებთ ჩვენს ვალდებულებებს
This post has been edited by DATO1 on 19 Jun 2019, 00:57
ა, ეგია სიმონ, მეტი კი არაფერი.. (C) ფრანც კაფკა
Cette entreprise est remplie à ras bord avec des enculés irréalistes (C) შარლ მორის ტალეირანი
სამაიმუნოდ გვაქვს საქმე ?! (C) ჰერბერტ სპენსერი
ნწ ნწ, რა თაობა მოდის ?! W.B. იეიტსი
დააკელი აგური - არ მოგხვდება ამხან'აგური (C) ვალტერ გროპიუსი